"მოტივტივე პირსი" - მსურველებს იტალიაში წყალზე სიარულის საშუალება მიეცათ | Allnews.Ge

"მოტივტივე პირსი" - მსურველებს იტალიაში წყალზე სიარულის საშუალება მიეცათ

მხატვრებმა ქრისტო იავაშევმა და ჟანა-კლოდ- დე გიებონმა, იტალიის სამხრეთში, პირდაპირ იზეოს ტბაზე "ბილიკი" ააშენეს.

ინსტალაცია "მოტივტივე პირსი" პლასტმასის კუბებისგანაა შექმნილი, რაც ადამიანებს ტბის ზედაპირზე მშვიდად სეირნობის საშუალებას აძლევს.

5,5 კილომეტრის სიგრძის ყვითელი ბილიკი ერთმანეთთან ორ კუნძულსა და სოფელს აკავშირებს, მსურველებს კი ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

პროექტი ჯერ კიდევ 70-იან წლებში იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მისი განხორციელება მხოლოდ ახლახანს მოხდა.

"მოტივტივე ტყე" როტერდამში - ინოვაციური პროექტი ხელოვანებისგან

"მოტივტივე ქალაქი" - მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი მოგზაურობას იწყებს

 

myquiz