ლიხტენშტაინის ერთი დღე-ღამით ქირაობა 70 000 დოლარი ღირს | Allnews.Ge

ლიხტენშტაინის ერთი დღე-ღამით ქირაობა 70 000 დოლარი ღირს

ლიხტენშტაინს ბევრი დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნევს, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ  სასტუმროს ნომრის ან მცირე აგარაკის დაჯავშნის გარდა, მთელი სახელმწიფოს ქირაობაც არის შესაძლებელი?

სწორედ ასეთი უნიკალური სერვისი გაჩნდა საცხოვრებელი ადგილების გაქირავების ერთ-ერთი ონლაინ-სააგენტოს საიტზე. ლიხტენშტაინის ერთი დღე-ღამით ქირაობა 70 000 აშშ დოლარი ღირს.

თუკი თქვენ იქირავებთ ამ ქვეყანას, რომლის ფართობი მხოლოდ 62 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, თქვენს განკარგულებაში იქნება ქვეყნის სასტუმროებში არსებული ნომრების უმეტესობა, სადაც შეგეძლებათ 150 სტუმრამდე ჩაყვანა. სულ ლიხტენშტაინის სასტუმროებში 500-მდე ნომერია.

თუკი თქვენ ლიხტენშტაინის ქირაობას გადაწყვეტთ, შვებულების დაგეგმვა წინასწარ მოგიწევთ.

სააგენტო იღებს შეკვეთებებს ნახევარი წლით ადრე და არ აბრუნებს ფულს ჩამოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ქირაობა გარკვეული უფლებების მინიჭებასაც გულისხმობს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოუშვათ საკუთარი ვალუტა, ამოჭრათ საკუთარი სახელი ან ლოგო თოვლიანი მთის ფერდობზე ან სურვილისამებრ გადაარქვათ ქუჩებს სახელები.

ჩამოსვლისთანავე თქვენ გელით საზეიმო დახვედრა შუასაუკუნოვანი ტრადიციების სტილში, ორკესტრისა და ქალაქის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

ქალაქის გასაღების სიმბოლური გადაცემის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გართობის საშუალება - თხილამურებით გაისერნიოთ მთებში, გაეცნოთ ეროვნულ სამზარეულოს ან გასინჯოთ ადგილობრივი ღვინო. თქვენს საპატივცემულოდ სადღესასწაულო ფოიერვერკიც მოეწყობა.

თუმცა, თქვენ შეიძლება ვერ იქირაოთ ლიხტენშტაინი, თუკი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიტის პროგრამას შეუფერებლად ჩათვლის.

myquiz