დაღესტანში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

დაღესტანში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის არქეოლოგებმა სოფელ ალმაკში აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით VIII ან IX საუკუნით თარიღდება.

მეცნიერებმა მინიმუმ ოთხი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, მათ შორის - ერთი ბავშვი.

ადამიანები თავით დასავლეთისკენ იყვნენ დამარხულები.

არქეოლოგები გათხრების გაგრძელებას გეგმავენ, რათა აღმოჩენის ზუსტი ასაკი და მისი ისტორიული მნიშვნელობა შეაფასონ.

myquiz