ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი აღარ არის | Allnews.Ge

ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი აღარ არის

ევერესტი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალად აღარ მიიჩნევა.

როგორც Daily Mail-ი იუწყება, დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი ეკვადორში მდებარე ვულკანი ჩიმბორასოა.

ვულკანი ჩიმბორასო, რომელიც უკანასკნელად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასლწლეულში ამოიფრქვა, მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალად XVI საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ითვლებოდა.

თუმცა, 1852 წელს ინდოელმა მათემატიკოსმა და ტოპოგრაფმა რადჰანატ სიკდარმა ტრიგონომეტრიული გათვლების საფუძველზე დაადგინა, რომ ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია.

ყველაფერი ასეც დარჩებოდა, რომ არა მასმედია, რომელმაც გადაწყვიტა XIX საუკუნის დასაწყისს დაუბრუნდეს  და ისევ გამოაცხადოს ჩიმბორასო ყველაზე მაღალ მწვერვალად.

გამოცემები ფრანგი მეცნიერების განცხადებებს ეყრდნობიან, რომელთა თქმითაც, ჩიმბორასო დედამიწის ზედაპირიდან ყველაზე დაშორებული წერტილია - შესაბამისად, ჩამქრალი ვულკანი ევერესტზე მაღალია.

 

myquiz