15 წლის მოსწავლემ მაიას ცივილიზაციის გაუჩინარებული ქალაქი აღმოაჩინა | Allnews.Ge

15 წლის მოსწავლემ მაიას ცივილიზაციის გაუჩინარებული ქალაქი აღმოაჩინა

15 წლის კანადელმა მოსწავლემ მაიას ცივილიზაციის გაუჩინარებული ქალაქი აღმოაჩინა.

უილიამ გადურიმ კვებეკიდან, ქალაქს, მაიას მიერ შედგენილი ცის რუკებისა და დედამიწის ზედაპირის სურათების შედარებით მეშვეობით მიაგნო.

ქალაქი მექსიკის ჯუნგლებში მდებარეობს.

მეცნირების ვარაუდით, ეს მაიას ცივილიზაციის სიდიდით მეოთხე ქალაქია. უილიამ გადურიმ მას კააკ-ჩი დაარქვა, რაც "ცეცხლოვან ხახას" ნიშნავს.

15 წლის მოზარდი მაიაის ცივილიზაციით 2012 წელს დაინტერესდა, როცა გაიგო, რომ მაიას კალენდრის მიხედვით, ეს აღსასრულის წელიწადი უნდა ყოფილიყო.

თანდათანობით ჰობი სერიოზულ კვლევაში გადაიზარდა. კანადელმა ახალგაზრდამ მაიას მიერ შედგენილი 22 ვარსკვლავური ატლასი გაანალიზა და იუკატანის ნახევარკუნძულის კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს შეადარა.

აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის ცნობილი მაიას 117 ქალაქი იმ ადგილებში მდებარეობს, სადაც ატლასებზე ვარსკლავებია მონიშნული.

ამასთან, ყველაზე კაშკაშა ვარსკლავები რუკაზე მაიას ყველაზე დიდ ქალაქებს ემთხვევა.

ამის შემდეგ სკოლის მოსწავლემ აღმოაჩინა, რომ ატლასზე დატანილი ერთ-ერთი ვარსკლავი მიუთითებს წერტილზე, რომელიც მექსიკისა და ბელიზის საზღვარზე მდებარეობს.

ტყის მასივის გამო ამ ტერიტორიის ზედაპირის დათვალიერება შეუძლებელი იყო, ამიტომ უილიამ გადურიმ კანადის კოსმოსურ სააგენტოს მიმართა, რომელმაც მას უახლესი თანამგზავრით ფადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა.

კვლევის შედეგები გადურიმ სააგენტოს გადასცა, რა დროსაც მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სკოლის მოსწავლემ ნამდვილად აღმოაჩინა დიდი ქალაქი, 30 შენობით და 86 მეტრის სიმაღლის პირამიდით.

უილიამ გადურის აღმოჩენის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, კანადის კოსმოსურმა სააგენტომ კი მას სპეციალური ჯილდო გადასცა.

myquiz