National Geographic-ის თვალით დანახული თბილისი და მისი ნამდვილი სიმდიდრე | Allnews.Ge

National Geographic-ის თვალით დანახული თბილისი და მისი ნამდვილი სიმდიდრე

სტუმართმოყვარე, ცოცხალი, თბილი - საქართველოს დედაქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერია. მათზე, ვინც დიდ ხანია თბილისში არ ყოფილა, ან მასზე წარმოდგენა მხოლოდ საბჭოთა ფილმებიდან აქვს, თანამედროვე ქალაქი ნადვილად დაუვიწყარ გავლენას მოახდენს.

ძველი თბილისის სახლები, თანამედროვე, სააკაშვილისეული ფუტურისტული შენობების მეზობლად თანაცხოვრობენ. ჯერ მხოლოდ "მშვიდობის ხიდი" რად ღირს, ან "გამჭვირვალე სოკოების" მსგავსი იუსტიციის სახლი.

დიდხანს შეიძლება კამათი იმაზე, მოუხდა თუ არა თბილისს ახალი შენობები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: უნაკლოდ შეკეთებული ფასადების, ულტრათანამედროვე შენობებისა და ახალაშენებული ქუჩების მიღმა, ის თბილისი იმალება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ძალიან უყვარს.

აქ საათობით შეიძლება სეირნობა, ძველი ეკლესიების ფრესკების თვალიერება, ფიროსმანის  ნახატების შესწავლა ეროვნულ გალერეაში.

თუმცა, თბილისის ნამდვილი სიმდიდრე, რა თქმა უნდა, ხალხია.  თუკი თქვენ ერთხელ მაინც არ მჯდარხართ "სუფრასთან" ე.ი. ჯერ კიდევ არ იცნობთ თბილისს.

 

მომზადებულია nat-geo-ს მიხედვით

myquiz