ანტარქტიდა - ადგილი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ტურები ხორციელდება | Allnews.Ge

ანტარქტიდა - ადგილი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ტურები ხორციელდება

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოგზაურობა ანტარქტიდაში აუხდენელი ოცნება იყო, დღეს კი ყინოლოვანი კონტინენტის ულამაზესი ლანდშაფტის დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.

მთავარია - განეწყოთ ექსტრემალური დასვენებისთვის და კარგად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.

ანტარქტიდაზე სიმარტოვე და სიცივე სუფევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ადამიანი ჩადის.

პირველი ტურისტები ამ კონტინენტს 1958 წელს არგენტინული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდით ესტუმრნენ.

მოგზაურობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, ემოციები კი იმდენად ძლიერი, რომ 1969 წელს ლარს ერიკ ლინდბლადმა გადაწყვიტა ანტარქტიკული ტურების შესრულება.

როდის გავემგზავროთ?

ტურისტული სეზონი ანტარქტიდაზე ნოემბერში იწყება და მარტში მთავრდება. ნოემბერში ჩასვლა თუ გადაწყვიტეთ, იქ ანტარქტიკული გაზაფხული დაგხვდებათ - ეს არის პერიოდი, როცა პინგვინები წყვილს ეძებენ, ოჯახს ქმნიან და სიყვარულის ნიშნად ქვებს ჩუქნიან ერთმანეთს.

დეკემბერი-იანვარში ბუნება აყვავებულია, იანვარ-მარტში კი ზამთრის სეზონი იწყება - ეს არის საუკეთესო დრო ვეშაპების დათვალიერებისთვის.

ფასები უფრო დაბალია სეზონის დასაწყისსა და დასასრულს.

რამდენად უსაფრთხოა ანტაქტიდაზე მოგზაურობა?

უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ ტური სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიაში შეიძინეთ. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული კომპანია IAATO-ს - "ანტარქტიკული ტუროპერატორების საერთაშორისო ასოციაციის" წევრია.

როგორ ჩავიდეთ ანტარქტიდაზე?

დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ანტარქტიდაზე ჩადიან თვითნფრინავები, იახტები, საკრუიზო ლაინერები.

ტურისტული კომპანიების უმრავლესობა მატერიკზე ზღვის გავლით ჩადის. ყველაზე მარტივი მარშრუტი არგენტინასა და ჩილედან გადის. არგენტინის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ უშუაიადან ანტაქტიდაზე ჩასასვლელად მაქსიმუმ 2 დღეა საჭირო.

ჩილედან კი გადიან როგორც ხომალდები, ასევე კომერციული ავიარეისები ხორციელდება. ყინულოვან კონტინენტზე თვითმფრინავით პუნტა-არენასიდანაც გაემგზავრებით.

ყველაზე დიდი პოპულარობით საზღვაო კრუიზები სარგებლობს, რადგან მგზავრებს საშუალება ეძლევათ ანტარქტიდის ეგზოტიკური სილამაზეებით დატკბნენ, ნაპირზე გაისეირნონ და ახლოდან დაათვალიერიონ პინგვინები და ადგილობრივი ფაუნის სხვა ბინადრები.

რა წავიღოთ?

ანტარქტიდაში მგზავრობის დაგეგმვისას, არ დაგავიწყდეთ წყალგაუმტარი შარვალი, თბილი ქურთუკი, თერმული საცვლები, თბილი ქუდის, შარფი და ხელთათმანები, ასევე მზის სათვალე და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

კარგი ხარისხის ჭოგრიტი და ფოტოაპარატი საშუალებას მოგცემთ, ანტარქტიდის სილამაზეები უკეთესად დაათვალიეროთ და გადაიღოთ. არ დაგავიწყდეთ ზღვის სენის საწინააღმდეგო წამალიც, რომელიც მგზავრობის დროს აუცილებლად გამოგადგებათ.

როგორ დავისვენოთ?

ყველაზე დიდი პოპულარობით საკრუიზო ლაინერები სარგებლობს. IAATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩამოთვლილია ყველა ოპერატორი კომპანია, რომელიც ამ რაიონში მუშაობს.

უკეთესი იქნება, თუ 50-დან 200-მდე მგზავრისთვის გათვლილ მცირე საკრუიზო ხომალდს აირჩევთ, რადგან, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების მიხედვით, თუ ბორტზე 500 ადამიანზე მეტი იმყოფება, ხომალდს სანაპირო ექსკურსიების ჩატარების უფლება არ აქვს.

მართალია, მცირე ზომის საკრუიზო ხომალდები ფეშენებელურობით არ გამოირჩევა. თუმცა, მგზავრებს კომფორტულ პირობებს სთავაზობს. ასეთ ხომალდებზე ტურის დროს იმყოფებიან დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც სანაპირო ექსკურსიაზე გამოგყვებიან და გაგაცნობენ ლანდშაფტს.

ნოემბრის ბოლოს 11-დღიანი მზაგვრობის საფასური 4 000 ევროდან იწყება.

სანაპირო ექსკურსიების გარდა, ზოგიერთი ტუროპერატორი მგზავრებს სხვა სახის გართობას, მათ შორის კაიაკინგს, თხილამურებით სრიალსა და მთამსვლელობას სთავაზობს.

სამხრეთ პოლუსთან ექსპედიციის მსრულვეთათვის კი არსებობს სპეციალური ტურები, სადაც ანტარქტიდის შუაგულში სპეციალურად გაშლილ კარვებში იცხოვრებთ. თუმცა, ასეთი მოგზაურობის საფასური 30 000 ევროა.

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით

myquiz