ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ | Allnews.Ge

ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ

მსოფლიოში არის არაერთი ქალაქი და სოფელი, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ადგილების მიტოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებმა განაპირობა. ერთდროს ხალხმრავალი დასახლებები დღეს მოჩვენებების ადგილებად იქცა. გთავაზობთ მიტოვებული ადგილების მოკლე ისტორიებს.

1. ქაიაქოი, თურქეთი - ეს ქალაქი 1923 წელს მიატოვეს. ახლა ის შემზარავ ადგილადაა ქცეული. ქალაქში არსებული მიტოვებული შენობები ძირითადად ბერძნულია. აქ ერთ დროს სწორედ ბერძნები ცხოვრობდნენ, 1919-1921 წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ომის დროს კი ქალაქი ბერძნებისგან დაიცალა. დრეს იგი ქალაქ მუზეუმს წარმოადგენს და მას მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ. თუმცა, როგორც რამდენიმე წლის წინ მთავრობამ განაცხადა, იგეგმება ამ ქალაქის ხელახლა აშენება.

2. კრაკო, იტალია

ეს ქალაქი სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუარესების, 1963 წელს მეწყერის ჩამოწოლის, 1972 წელს წყალდიდობის, 1980 წელს კი მიწისძვრის შედეგად დაიცალა. დღეს სამხრეთ იტალიაში შემაღლებულ ადგილას მდებარე ეს პატარა ქალაქი დაუსახლებელია. აქ ხშირად იღებენ ფილმებს.

3. კოლმანსკოპი, ნამიბია

ეს ქალაქი ლიუდერიცის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1908 წელს ბრილიანტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაიწყო სახლებისა და სხვა დაწესებულებების მშენებლობა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქალაქში ბრილიანტის მარაგი ამოიწურა, რის გამოც მისი მიტოვება დაიწყეს. 1954 წელს კი ქალაქი მთლიანად დაიცალა. ახლა იგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

4. ორადურ სიურ-გლანი, საფრანგეთი

1944 წლის 10 ივნისს, ეს სოფელი ფაშისტების მიერ განადგურდა, იქ მცხოვრები 642 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები მოკლეს. მოგვიანებით, ქალაქთან ახლოს ახალი სოფელი აშენდა, თავად ყოფილი სოფელი კი მთავრობის გადაწყვეტილებით მუზეუმად და მემორიალად იქცა.

5. ვილია-ეპეკუენი, არგენტინა

ეს ქალაქი 1985 წელს დაიტბორა, რის შემდეგაც იგი მოსახლეობამ დატოვა. მას შემდეგ ეს სოფელი დაუსახლებელია.

6. ბელჩიტე, ესპანეთი

ეს ქალაქი ესპანეთის პროვიცია სარაგოსაში მდეარეობს იგი 1937 წელს გენერალ ფრანკოს ჯარებისა და ესპანეთის რესპუბლიკურ არმიას შორის ბრძოლის ცხელ წერტილად იქცა. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების დროს დაინგრა იგი და მოსახლეობისგანაც დაიცალა. დღეს იგი ნანგრევებადაა ქცეული და მას ერძთგვარი მემორიალის სტატუსი აქვს.

7. პრიპიატი, უკრაინა

ეს ქალაქი 1970 წელს ააგეს, იგი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარობს და მისი მოსახლეობა ერთ დროს 50 000-ს შეადგენდა. თუმცა, იგი 1986 წელს ბირთვული კატასტროფის შედეგად დაიცალა. სკოლის, საავადმყოფოს, საცურაო აუზის და სხვა დაწესებულებების შენობები კი თავისი ინვენტარით კვლავ ხელუხლებელია.

8. ჰოლსენდსი, დიდი ბრიტანეთი

ეს სოფელი დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში მდებარეობს. იგი კლდეებსა და ზღვის ნაპირს შორის არის მოქცეული. 1900 წელს ამ სოფლის ერთი ნაწილი ზღვამ წაიღო, 1917 წელს კი ძლიერმა ქარმა და ზღვის მოქცევამ ეს სოფელი დაუსახლებელი გახადა.

9. ჰამბერსტოუნი, ჩილე

კალიუმის ნიტრატით მდიდარი ეს ქალაქი მე-19 საუკუნეში ყვაოდა. მე-20 საუკუნეში კი მისი დიდება თანდათან შემცირდა. ხოლო 1960 წელს, იგი მოსახლეობამ სრულიად მიატოვა. იგი მოგვიანებით იუნესკო-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლია.

10. ვაროშა, კვიპროსი

ეს ქალაქი 1970-იან წლებში კვიპროსში თურქეთის შეჭრის შემდეგ დაუსახლებელ ადგილად იქცა. ქალაქიდან მოსახლეობა გაიქცა და აღარასდროს დაბრუნებულა. ქალაქში დღემდეა შემორჩენილი სასტუმროები და მაღალი შენობები.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით

 

myquiz