Telegraph: თბილისი - ქალაქი,რომლის მონახულებაზეც არასოდეს გიფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა მოინახულოთ | Allnews.Ge

Telegraph: თბილისი - ქალაქი,რომლის მონახულებაზეც არასოდეს გიფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ბრიტანულმა Telegraph-მა ევროპული ქალაქების სია შეადგინა, რომლის მონახულებაზეც არასოდეს გიფიქრიათ, თუმცა, აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ქალაქებს შორის თბილისიც მოხვდა.

სტატიის ავტორი, კლერ ოლფრი ტურისტებს საქართველოს დედაქალაქის დიდებულებაში დაკარგვას ურჩევს:

”ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების რიცხვის ზრდასთან ერთად, ისტორიული უბნების განახლებაც გრძელდება. ევროპისკენ აღებული გეზით თბილისი ჰგავს ქალაქს, რომელიც საბოლოოდ საკუთარ თავს ემსგავსება. ერთი სიტყვით, სწრაფად გაემგზავრეთ თბილისში, სანამ სხვა დაგასწრებთ”.

ქეთი მელუაც საქართველოს ფანი გახლავთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მისი სამშობლოა.

"ძველი თბილისი თავისი მოხვეული, ვიწრო ქუჩებით ჩაძირულია ისტორიაში, რომელიც ცალკე აღფრთოვანების საგანია" - ამბობს მომღერალი.

"საქართველოში ბევრი ტურისტი არაა ნამყოფი, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო ფასეულ ხდის".

 

myquiz