წარმოდგენები, რომლებსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ | Allnews.Ge

წარმოდგენები, რომლებსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ

ოპერა განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუმრობა ნამდვილად განსაკუთრებული სიამოვნებაა. აქ ყველა დეტალი ყურადღებითაა შერჩეული და მისულ სტუმარს სიამოვნებას ანიჭებს. დიდი ყურადღებით ირჩევა რეპერტუარიც. საოპერო დასი კი უმაღლესი დონისაა. მათ ხშირად აქვთ გასტროლები მსოფლიო მასშტაბით. თბილისში გამართული წარმოდგენები განსაკუთრებით ხიბლავს ოპერის მოყვარულებს, მათ კი ვინც ოპერის ხშირი სტუმარი არაა, ოპერის სიყვარულს უნერგავს. გთავაზობთ იმ წარმოდგენების ჩამონათვალს, რომელიც ივნისსა და ივლისში არ უნდა გამოტოვოთ.

"ლაურენსია" - წარმოდგენაზე დასწრება შესაძლებელია 23 და 25 ივნისს. ა. კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა, რომელიც მოიცავს ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიასა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციასა და დადგმას. სოლისტები არიან ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი) და ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი, აშშ).

ბილეთები შეიძინეთ აქ

"ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2" – 28 და 29 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიდერლანდების ცეკვის თეატრს უმასპინძლებს. პროგრამა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სხვადასხვა ქორეოგრაფის ნამუშევარს მოიცავს. ესენია Sleight of Hand - სოლ ლეონისა და პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია, Mutual Comfort - ედვარდ კლუგის ქორეოგრაფია, Solo - ჰანს ვან მანენის ქორეოგრაფია და Cacti და ალექსანდერ ეკმანის ქორეოგრაფია.

ბილეთები შეიძინეთ აქ

"დონ კიხოტი" – 30 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ლ. მინკუსის წარმოდგენას "დონ კიხოტი" გთავაზობთ. სოლისტები არიან ეკატერინა კრისანოვა, ვლადისლავ ლანტრატოვი რუსეთის"დიდი თეატრიდან". დირიჟორი კი იქნება ალივტინა იოფე. წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი.

ბილეთები შეიძინეთ აქ

"გედების ტბა" - წარმოდგენის ნახვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1-ელ ივლისს. სოლისტები არიან პოლონეთის ნაციონალური ბალეტი წარმომადგენლები ჩინარა ალიზადე და ვლადიმერ იაროშენკო. წარმოდგენაზე იმუშავებენ დირიჟორი ალივტინა იოფე, საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი.

ბილეთები შეიძინეთ აქ

BALLET GALA- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 2 ივლისს გიმასპინძლებთ წარმოდგენით BALLET GALA. მასში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილი, ალია ტანიკპაიევა, გერგეი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები), ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარირო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სახელმწიფო ბალეტი, გერმანია), ჩინარა ალიზადე, ვლადიმირ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ვიკტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტის, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები).

ბილეთები შეიძინეთ აქ

myquiz