კანის ფესტივალის საუკეთესო ფილმები, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვების უფლება არ გაქვთ | Allnews.Ge

კანის ფესტივალის საუკეთესო ფილმები, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვების უფლება არ გაქვთ

მიმდინარე წლის 17-დან 29 მაისის ჩათვლით, საფრანგეთში კანის რიგით 70-კინოფესტივალი ჩატარდა. ჟიურის პრეზიდენტი პედრო ალმოდოვარი იყო, პალმის რტოს მოპოვება კი შვედი კინორეჟისორის რუბენ ესტლუნდის ნამუშევარმა The square შეძლო. მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ კანის კინოფესტივალის რამდენიმე დასამახსოვრებელი ფილმი.

Loveless - "ლევიათანის" შემდეგ რეჟისორის პირველი ნამუშევარია.

მთავარი გმირების ისტორია რუსეთის საოკუპაციო ქმედებების ფონზე ვითარდება თუმცა, მთავარ გმირებს აღნიშნულ მოვლენებთან არავითარი კავშირი არ აქვთ. არსებობს ვარაუდი, რომ ანდრეი ზვიაგინცევმა საკუთარი სათქმელი, ირიბი გზით ჩააქსოვა ნამუშევარში. თავად ფილმი ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომლის წევრებიც განქორწინების ზღვარზე არიან მისულები. მათი ურთიერთობა იმდენად რთული ხდება, რომ სერიოზულ გავლენას ახდენს 12 წლის შვილზე, ალიოშაზე. მშობლების მორიგი ჩხუბის დროს, ის თავს ზედმეტ ადამიანად იგრძნობს და უბრალოდ გაუჩინარდება. მშობლებს ახლა გაერთიანება და შვილის მოძებნა მართებთ.

The square - შვედი კინორეჟისორის რუბენ ესტლუნდის ნამუშევრია, რომელმაც კანის კინოფესტივალზე პალმის რტო მოიპოვა.

ფილმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორზე, კრისტიანზე გვიყვება. ერთ დღეს მას ტელეფონსა და საფულეს მოპარავენ. შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით, მთავარი გმირი ქურდის მისამართს გაიგებს. დამნაშავე სტოკჰოლმის ღარიბ რაიონში ცხოვრობს. ნივთების დასაბრუნებლად კრისტიანი ქურდის საფოსტო ყუთში შეტყობინებას დატოვებს: "ვიცი რომ შენ მოიპარე ჩემი ნივთები". შეტყობინებაში ის ადგილიც იყო მითითებული, სადაც ქურდი უნდა მისულიყო. კრისტიანი მისი ჩანაფიქრის წარმატებაში არ იყო დარწმუნებული, თუმცა მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა. ფილმი სატირული დრამაა.

The Killing of a Sacred Deer - ფილმი სუსტი ფსიქიკის ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი.

ბერძენი კინორეჟისორის იორგოს ლანტიმოსის ეს ნამუშევარი ფსიქოლოგიურ და საშინელებათა ჟანრის ფილმებს განეკუთვნება. კარდიოქირურგი, რომლის ცოლის როლს ფილმში ნიკოლ კიდმანი თამაშობს, თავის ერთ-ერთ პაციენტს ძალიან დაუახლოვდება და მის შვილად აყვანას გადაწყვეტს. თუმცა, ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ექიმმა ოჯახის ერთ-ერთი წევრის სიცოცხლე მსხვერპლად უნდა გაიღოს თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომლის. იქნება თუ არა ეს ნიკოლ კიდმანი, მიმდინარე წლის ნოემბერში ვნახავთ.

You Were Never Really Here - ბრიტანულ-ფრანგულ-ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორი შოტლანდიელი ლინ რემსია.

ფილმი იმავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული და ომის ვეტერანზე გვიყვება, რომელიც ახალგაზრდა გოგოს გადარჩენას ცდილობს. გოგო ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და მსურველების სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უწევს. სცენარის პარალელურად, სულისშემძვრელ ეფექტს რეჟისორის მიერ იმ ადამიანების სულისა და გონების ყველაზე მტკივნეულ ადგილებში ჩაღრმავება ახდენს, რომლებმაც მსგავსი ტრავმა გადაიტანეს.

Okja - შეძლებს თუ არა მძლავრი მულტინაციონალური კომპანია მასიური ცხოველის გატაცებას, ახალგაზრდა გოგოზეა დამოკიდებული.

მიამ ხომ ყველაფერი გააკეთა, რათა თავისი საუკეთესო მეგობარი დაეცვა. როგორ დასრულდება მიასა და ოკიას სათავგადასავლო ისტორია მიმდინარე წლის ივნისში Netflix-ის საშუალებით ვნახავთ. მანამდე კი გეტყვით, რომ სამხრეთ კორეულ - ამერიკული ფილმის რეჟისორი პონ ჯუნ-ჰოა, რომელსაც თანაავტორობა ჟურნალისტმა და რეჟისორ დოკუმენტალისტმა, ჯონ რონსონმა გაუწია.

myquiz