გახდი ყველაზე სახიფათო პროფესიის თანამონაწილე, #ჩაუჯექი "ჩიკაგოელ მეხანძრეებს" GDS-ზე | Allnews.Ge

გახდი ყველაზე სახიფათო პროფესიის თანამონაწილე, #ჩაუჯექი "ჩიკაგოელ მეხანძრეებს" GDS-ზე

ყველაზე რთულ და გამოუვალ ვითარებაში მათი ნომერი გვახსენდება. ამ ადამიანებისგან ყოველთვის მაქსიმალურ ოპერატიულობას, მოხერხებულობასა და მობილიზებულობას მოვითხოვთ - ხშირ შემთხვევაში მათზე ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლეა დამოკიდებული, ზოგჯერ კი ამ ადამიანებს იმის გადარჩენას ვთხოვთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვშრომობდით.

თუმცა, ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორია არ გაურბოდე ცეცხლს? გვიკითხავს როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება ბეწვის ხიდზე კიდია?

ეს სერიალი მოგიყვებათ რას ნიშნავს იყო მეხანძრე და ებრძოდე სტიქიას, რომლის წინააღმდეგაც ძალიან ცოტა ადამიანი იმარჯვებს. ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი დრამა, პირველად 2012 წლის 10 ოქტომბერს გავიდა NBC-ის ეთერში და მას შემდეგ მილიონობით ადამიანი ყველაზე სახიფათო, საპასუხისმგებლო და და საინტერესო პროფესიის თანამონაწილე გახადა.

"ჩიკაგოელი მეხანძრეების" ისტორიისთვის თვალის მიდევნება ქართველ მაყურებელს სამუშაო დღეებში, 13 საათზე შეუძლია თუ სერიალს GDS-ზე #ჩაუჯდება.

myquiz