Empire-მა ყველა დროის უდიდესი ფილმები დაასახელა | Allnews.Ge

Empire-მა ყველა დროის უდიდესი ფილმები დაასახელა

ფრენსის ფორდ კოპოლას 1972 წელს გადაღებულმა ოსკაროსანმა ფილმმა, "ნათლიამ", ყველა დროის უდიდესი ფილმების რეიტინგის პირველი ადგილი მოიპოვა. რეიტინგი ჟურნალმა Empire-მა 20 ათასი კინომოყვარულის გამოკითხვის შედეგებზე დაეყრდნობით შეადგინა.

რეიტინგის მეორე ადგილი 1980 წელს ირვინ კერშნერის მიერ გადაღებულმა "ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 5 - იმპერიის საპასუხო დარტყმა", მესამე კი კრისტოფერ ნოლანის, 2008 წლის "შავმა რაინდმა" მოიპოვა.

ათეულში ასევე მოხვდა "გაქცევა შოუშენკიდან", "მაკულატურა" და მარტინ სკორსეზეს 1990 წლის ამერიკული კრიმინალური ფილმი "დიდებული ბიჭები". მიმდინარე წლის კინომოყვარულთა ფავორიტი ფილმი "ლა ლა ლენდი", რომელიც ეკრანებზე 6 თვის წინ გამოჩნდა, სიის 62-ე ადგილს იკავებს. ფავორიტებს შორის ისეთი ძველი ჰიტებიც არის, როგორიც "კასაბლანკა" და "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაა“

myquiz