ფრანგული კრიმინალური სერიალი მეგობრობის გასაოცარი ისტორიით | Allnews.Ge

ფრანგული კრიმინალური სერიალი მეგობრობის გასაოცარი ისტორიით

პარიზის სასამართლო პოლიციის ოთხს თანამშრომლებს გამოძიების ბოლომდე მისაყვანად მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. სამართლიანობის გზაზე მათ გარისკვა და ზოგჯერ კანონის დარღვევაც უწევთ. სერიალში მეგობრების ისტორიის გარდა, ქართული მაფიისა და ფრანგული პოლიციის დაპირისპირების ისტორიაც ჩანს.

ტრადიციული ფრანგული ჟანრების აღრევით შექმნილი პროდუქტი, არ დაგიტოვებთ განცდას, რომ ტელეეკრანებზე გამოგონილ ისტორიას უყურებთ. მთავარი გმირების ქმედებები და სიუჟეტის განვითარების ხაზი აუცილებლად გაფიქრებინებთ, რომ მსგავსი სცენარი რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლებოდა განვითარებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კრიმინალურ დრამაში ქართველი მსახიობი ოლგა ბაბლუანიც თამაშობს. ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის თემურ ბაბლუანის შვილი "ანგარიშსწორებაში" ეპიზოდურ როლს თამაშობს და 2014 წელს გამოსულ მესამე სეზონის ორ სერიაში - Odessa და Nos funérailles, სალომე ვიზარიონოვიჩის როლს ასრულებს. ჩაუჯექით დღეს 21 საათზე "ანგარიშსწორების" მეოთხე სეზონის მერვე ეპიზოდს GDS-ზე.

myquiz