წარმოგიდგენთ 16 წლის ნიკოლ კიდმანს | Allnews.Ge

წარმოგიდგენთ 16 წლის ნიკოლ კიდმანს

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ნიკომ კიდმანი ჰონოლულუში დაიბადა. თუმცა, წარმოშობით ავსტრალიელია. მისი მშობლები ამერიკის შეერთებულ შტატებს დროებით სტუმრობდნენ და სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ნიკოლს 4 წელი შეუსრულდა, ამიტომ მომავალი მსახიობი სიდნეიში გაიზარდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფილმმა "ოზის ჯადოქარი" იქონია, ნიკოლ კიდმანი აღფრთოვანებული იყო მარგარეტ ჰამილტონის ოსტატობით. სწორედ ამან შთააგონა კიდმანი სამსახიობო კარიერა აერჩია, მორცხვობა გვერდზე გადადო და Phillip Street Theatre-ში საკუთარი დრამატული უნარების დახვეწა, მეგობარ ნაომი უოტსთან ერთად დაიწყო.

დებიუტი 16 წლის ასაკში, 1983 წელს ჰქონდა, მან ფილმ Bush Christmas-ში ითამაშა.

 

 

myquiz