"ჯერ სწავლა, მერე გათხოვება" - მარი ნაკანის ფოტოსესია | Allnews.Ge

"ჯერ სწავლა, მერე გათხოვება" - მარი ნაკანის ფოტოსესია

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. ცხადია, მონაცემები არ არის სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოზარდი გოგონების ორსულობის ალბათობა სამჯერ უფრო მეტია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე.

ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს ქალებს უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე.

ნაადრევ ქორწინებასა და მის შედეგებს, ფოტოგრაგმა მარი ნაკანმა ფოტოსესია მიუძღვნა.

"ეს პირდად ჩემი პრობლემაა, რადგან მე თვითონ ნაადრევად, 18 წლის ასაკში დავქორწინდი.

ასევე მგონია, რომ ნაადრევი ქორწინების პრობლემა უფრო რაიონებშია, ვიდრე დედაქალაქში და ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. გათხოვების შემდეგ ბავშვები განათლებას ვეღარ იღებენ, ამიტომ უმუშევრები რჩებიან და გამოდის, რომ იმ ნაწილს, რომელიც ნაადრევაადაა დაქორწინებული, ვეღარც ოჯახში შეაქვს ფული, ვერც ქვეყნის ბიუჯეტში და ასე ვღარიბდებით," - აღნიშნა ფოტოგრაფმა allnews.ge-სთან საუბარში.

"ჯერ სწავლა, მერე გათხოვება

მე აღვწერე გოგონები, რომლებიც, ფაქტობრივად, ქორწინების ტყვეობაში არიან"

Allnews.ge ფოტოგრაფის ნამუშევრებს გთავაზობთ:

myquiz