ფრანგული კრიმინალური დრამა "ანგარიშსწორება" გულგრილს არავის დატოვებს | Allnews.Ge

ფრანგული კრიმინალური დრამა "ანგარიშსწორება" გულგრილს არავის დატოვებს

ფრანგული კრიმინალური დრამა, "ანგარიშსწორება" გულგრილს არავის დატოვებს. ტრადიციული ფრანგული ჟანრების აღრევით შექმნილი პროდუქტი, არ დაგიტოვებთ განცდას, რომ ტელეეკრანებზე გამოგონილ ისტორიას უყურებთ.

მთავარი გმირების ქმედებები და სიუჟეტის განვითარების ხაზი აუცილებლად გაფიქრებინებთ, რომ მსგავსი სცენარი რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლებოდა განვითარებულიყო.

ისტორია სასამართლო პოლიციის განყოფილებაში იწყება, სადაც უსამართლოდ ბრალდებული თანამშრომელი სიცოხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. მომხდარი მის თანამშრომლებს აიძულებს თვითნებურად აწარმოონ გამოძიება, რათა კოლეგის სიმართლე დაამტკიცონ. ერთობლივი მუშაობით, გუნდმა არაერთხელ გახსნა ჩახლართული საქმე და მოვლენები ლოგიკურ დასრულებამდე მიიყვანა. სოციალურ კლასებს შორის არსებული უთანასწორობის გამო, გამომძიებლების გუნდს არაერთხელ მოუხდა, სიმართლის დამტკიცება კანონისთვის გვერდის ავლით. თუმცა, ამჯერად, ისინი უფრო დიდ "ბოროტებას" გადააწყდნენ.

#ჩაუჯექი "ანგარიშსწორებას" GDS-ზე ყოველ სამუშაო დღეს საღამოს 21 საათზე.

 

myquiz