2017 წლის სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ | Allnews.Ge

2017 წლის სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

დატვირთული სამუშაო დღის დასასრულს, კომფორტული ტანსაცმელი და კარგი სერიალი ხშირ შემთხვევაში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, 60 ახალი სერიალი გამოვიდა ან ძველი განახლდა. გთავაზობთ რჩეულ სერიალებს, რომლებსაც 2017 წლიდან შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ.

1. მხევლის წიგნი (The Handmaids Tale)

ბრიუს მილერის ამერიკული დრამა, რომელიც მარგარეტ ატვუდის იმავე დასახელების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. სერიალი 5 ეპიზოდადაა დაყოფილი და გვიამბობს იმ ქალების ამბავს, რომლებსაც კულტურული თუ ტრადიციული კონტექსტიდან გამომდინარე, თვითგამოხატვის საშუალება არ აქვთ. მოქმედება გამოგონილ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვითარდება - რესპუბლიკა გილეადში. გილეარი დღევანდელი ამერიკის ტერიტორიაზე მდებარებს და გამუდმებით ებრძვის მეზობელ ქვეყნებს. სერიალში საშუალო ფენის წარმომადგენელ ქალებს ბანაკებში გზავნიან, სადაც მათ ოფიცრებისთვის შვილების გაჩენა ევალებათ, რისი უნარიც თავად ოფიცრის ცოლებს არ აქვთ.

2. ლეგიონი (Legion)

FX-ისთვის შექმნილი სატელევიზიო სერიალი დაფუძნებულია მარველის კომიქსების პერსონაჟზე, დევიდ ჰალერზე. 8 ეპიზოდში შეძლებთ გაეცნოთ დევიდ ჰალერს, რომელიც შიზოფრენიითა დაავადებული. ის თავის ფსიქოლოგიურ დაავადებას მოზარდობის ასაკიდან ებრძოდა და მრავალი წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკებში. დევიდი უკვე მზად არის დანებდეს, თუმცა სწორედ ამ დროს, ოცნების ქალს ხვდება.

3. დიდი პატარა ტყუილები (Big Little Lies)

HBO-ს ნამუშევარი, რომელიც ლიან მორიარტის იმავე დასახელების ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგეს. სერიალში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც რიზ უიზერსპუნი და ნიკოლ კიდმანია. სერიალი სამი დიასახლისის ერთ შეხედვით, იდეალურ ცხოვრებაზე გვიამბობს. საქველმოქმედო საღამოზე სკოლაში მკვლელობა ხდება, თუმცა დამნაშავის ვინაობა უცნობია. სერიალში მოქმედება მიმდინარეობს შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე და 5 ოჯახის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელთა შვილებიც ერთ კლასში დადიან და გარკვეულ კავშირში არიან მკვლელობასთან.

4. გასროლა (Shots Fired)

Fox-ისთვის შექმნილი კრიმინალური ჟანრის მინი სერიალი, რომლის ეკრანიზაციაც მიმდინარე წლის 22 მარტს შედგა. 8-სერიანი სერიალი ამერიკის რეალობაში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს განავრცობს, რაც პოლიციელის მიერ ეჭვმიტანილის მკვლელობას გულისხმობს. ყველაფერი უფრო რთული ხდება თუ საქმეში აფრო-ამერიკელი პოლიციელიც ფიგურირებს, რომელიც შეუიარაღებელ თეთრკანიან მამაკაცს ესვრის და კლავს. პოლიციის დეპარტამენტი საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.

5. მტრობა: ბეტი და ჯოანი (Feud: Bette and Joan)

უდიდესი კინოვარსკვლავების, ბეტ დეივისისა და ჯოან კროუფორდის მტრობის ცნობილი ისტორია, რომლებიც ფსიქოლოგიური ტრილერის "რა დაემართა ბეიბი ჯეინს?" გადაღებისას და ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგაც, ცდილობენ ერთმანეთი სიცოცხლეს გამოასალმონ. სერიალი FX-ისთვის არის შქმნილი.

6. რივერდეილი (Riverdale)

ერთი სეზონი და ცამეტი ეპიზოდი, იმის მოსაყოლად თუ როგორც ცდილობენ არჩი ენდრიუსი და მისი მეგობრები პატარა ქალაქ რივერდეილის საიდუმლოების გამოცნობას, რომელიც სადღესასწაულო ფასადებს მიღმა იმალებს.

7. 13 მიზეზი (13 Reasons why)

მისტიკა, რომელიც ჰანა ბეიკერის თვითმკვლელობის შემდეგ მისი მეგობარი ბიჭის, კლეი ჯენსენის ცხოვრებაში ფეხს იკიდებს. Netflix-ის ამ სერიალს, რომელიც მიმდინარე წელს გამოვიდა Imdb-ის 8,7 რეიტინგი აქვს.

myquiz