ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი გახდა | Allnews.Ge

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი გახდა

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიელი, სალვადორ სობრალი გახდა. რიგით 62-ე სიმღერის კონკურსის ფინალი 13 მაისს, კიევში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს წარმომადგენელი, თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა, ნახევარფინალი ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

პორტუგალია ევროვიზიის გამარჯვებული პირველად გახდა, შესაბამისად, შემდეგი კონკურსის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

myquiz