#ჩაუჯექით ქართული მაფიისა და ფრანგული პოლიციის დაპირისპირებას | Allnews.Ge

#ჩაუჯექით ქართული მაფიისა და ფრანგული პოლიციის დაპირისპირებას

"ანგარიშსწორება" -BRAQUO (ბღაქო) ფრანგული კრიმინალური დრამაა, რომლის ავტორი უამრავი ფრანგული "ბოევიკის" ავტორი, ოლივიე მარშალია.

სერიალი პარიზის სასამართლო პოლიციის ოთხი თანამშრომლის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებას ერთ-ერთი მეგობრის სუიციდი რადიკალურად ცვლის. სუიციდის მიზეზი უსამართლო ბრალდებაა, რის გამოც, "ოთხეული" გადაწყვეტს საკუთარი გამოძიება აწარმოოს. მათ მიზანს სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს.

სამართლიანობის გზაზე მათ გარისკვა და ზოგჯერ კანონის დარღვევაც უწევთ. სერიალში მეგობრების ისტორიის გარდა, ქართული მაფიისა და ფრანგული პოლიციის დაპირისპირების ისტორიაც ჩანს.

"ანგარიშსწორების"ერთ-ერთი გმირის როლს ქართველი მსახიობი ოლგა ბაბლუანი ასრულებს. მაღალრეიტინგული სერიალის, ქართულ ენაზე ყურების საშუალებას GDS-ი გვაძლევს. ამიტომ, არ გამოტოვოთ და #ჩაუჯექით "ანგარიშსწორებას" GDS-ზე, სერიალი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

 

myquiz