"გომორა" - "სოპრანოს კლანის" ევროპული პასუხი | Allnews.Ge

"გომორა" - "სოპრანოს კლანის" ევროპული პასუხი

იტალიური სერიალი "გომორა" ტელეეკრანებზე 2014 წლის 6 მაისს გამოვიდა და მაყურებლების გარდა, კრიტიკოსების ყურადღებაც მიიქცია. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ "გომორა", ასევე მაფიოზურ მოტივებზე შექმნილი სერიალის, "სოპრანოს კლანის" ევროპული პასუხია. და მაინც, როგორი გამოხმაურება მოჰყვა, სერიალის, სულ რაღაც, ორ სეზონს.

"ტელეგრაფმა" სერიალის სიუჟეტს დამაჯერებელი უწოდა. ენდრიუ კოლინსის შეფასებით, "გომორაში" ყურადღება მხოლოდ საოჯახო, კლანურ მმართველობაზე არ არის გამახვილებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი "მებრძოლების" მდგომარეობა და როლი. "დეილი ტელეგრაფის" კრიტიკოსის, ედ პაუერის აზრით, კი "გომორას" მთავარი გმირი ჩირო, ევროპელი ტონი სოპრანოა.

ძალიან დეტალურად განიხილა და შეაფასა სერიალი, The New York Times-ის კრიტიკოსმა, ბეპე სევერინიმ. მან იტალიურ სერიალს "პირველი კლასის ნამუშევარი" უწოდა.

"სიუჟეტი გამოგონილია, თუმცა, რეალური მოვლენები უდევს საფუძვლად. შეუდარებელი ოპერატორული ნამუშევარი, ენერგიული ტემპი და კარგად დაგეგმილი დიალოგები, ნიაპოლიტანურ დიალექტზე. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ იტალიაშიც არის შესაძლებელი, პირველი კლასის ტელეპროდუქტი შეიქმნას." - წერს ბეპე სევერინი.

The Variety-ის კრიტიკოსი, ჯოვანი ვიმერკატი დადებითად აფასებს სერიალის ტექნიკურ მხარეს. "ძლიერი რეჟისურა და შეუდარებელი ოპერატორული ნამუშევარი, საშუალებას იძლევა მწარე რეალობა და ნეაპოლის ბნელი მხარე კარგად შეიფუთოს და ნამდვილი ისტორია ზედმეტი სენტიმენტების გარეშე მივიდეს მაყურებლამდე."

"ენერგიული რეჟისურა, საოცარი სამსახიობო ოსტატობა და კარგად გათვლილი სიუჟეტი" სწორედ ასე აფასებს სერიალს, კიდევ ერთი ცნობილი კრიტიკოსი მაიკლ ნობლი.

სანამ სერიალის მოყვარულები, ახალ სეზონებს ელოდებიან, GDS-ი საშუალებას გვაძლევს, სერიალი ქართულ ენაზე, მაღალი ხარისხით ვნახოთ. ამიტომ, არ გამოტოვოთ და #ჩაუჯექით "გომორას" GDS-ზე, კრიტიკოსების ასეთი შეფასება, ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

myquiz