პაატა ბურჭულაძე მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძე მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება, - ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ბურჭულაძე პოსტს 2017 წლის 1 ივლისიდან დაიკავებს. როგორც ცნობილია, მომღერალი არამარტო სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, არამედ ვოკალისტის რანგშიც გააგრძელებს მოღვაწეობას. ოპერაში "სევილიელი დალაქი" ბურჭულაძე ბარტოლოს პარტიას შეასრულებს.

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, სცენას გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა, როდესაც ყრილობაზე პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა და უცხოეთში გამგზავრება დააანონსა.

myquiz