სერიალი, რომლის ავტორიც პოლიციის 24 საათიანი დაცვის ქვეშ ცხოვრობს | Allnews.Ge

სერიალი, რომლის ავტორიც პოლიციის 24 საათიანი დაცვის ქვეშ ცხოვრობს

სერიალს, რომლის ჯერ მხოლოდ ორი სეზონია გამოსული, 1,2 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს. IMDB-ის რეიტინგში კი საკმაოდ მაღალი შეფასება, 10-დან 8.7 სარეიტინგო ქულა აქვს.

"გომორა" ძალიან პოპულარული, ამავე სახელწოდების ბესთსელერის ეკრანიზაციაა. მისი ავტორი იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი რობერტო სავიანოა, რომლისთვისაც წიგნი პირველი რომანი გახდა.

წიგნის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სავიანომ არაერთი მუქარის წერილი მიიღო, რის გამოც, ის პოლიციის 24 საათიანი დაცვის ქვეშ ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ "გომორა"-ს მიხედვით არაერთი სერიალი და ფილმია გადაღებული, მსგავსი პოპულარობა და შეფასება ჯერ არც ერთ მათგანს არ მიუღია.

"გომორას" იმ ადამიანებმა უნდა უყურონ, რომელთაც დაძაბული სიუჟეტი იზიდავთ. ამის საშუალებას, ქართულ ენაზე, GDS გვაძლევს. #ჩაუჯექით "გომორას" GDS-ზე და გაეხვიეთ იტალიური მაფიის კლანურ მაქინაციებში.

myquiz