Open Air 2017-ის შემსრულებლების ვინაობა ცნობილია | Allnews.Ge

Open Air 2017-ის შემსრულებლების ვინაობა ცნობილია

Open Air 2017-ის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილია. სამი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სამ სცენაზე მაყურებლის წინაშე 40-ზე მეტი არტისტი წარდგება.

მუსიკალური ფესტივალი 16-18 ივნისს ლისის ტერიტორიაზე გაიმართება. სამდღიანი აბონიმენტები (მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის) 12-დან 28 აპრილამდე გაიყიდება და მისი ფასი 100 ლარი იქნება. რაც შეეხება დღიური ბილეთებს, მისი გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება.

ბილეთები გაიყიდება - სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროში და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ.

myquiz