The Walking Dead სულ მცირე, 2030 წლამდე გაგრძელდება | Allnews.Ge

The Walking Dead სულ მცირე, 2030 წლამდე გაგრძელდება

იმის მიუხედავად, რომ რეიტინგი კლებას განაგრძობას, მსახიობთა ნაწილს კი პროექტის დატოვება სურს, The Walking Dead-ის ეკრანებზე ხილვას კიდევ დიდ ხანს შევძლებთ.

სერიალის პროდიუსერის, სკოტ გიპმპლის განცხადებით, პროექტი, სულ მცირე, 2030 წლამდე გაგრძელდება. მისი განმარტებით, მსახიობთა უმეტესობამ სერიალში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

"ჩვენ ვეცდებით, პროექტი კიდევ 20 წლის განმავლობაში გავახანგრძლივოთ. სიმფსონები 26,27 წელია გადის და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა"-განაცხადა სკოტ გიპმპლიმ.

ამ დროისთვის, The Walking Dead-ის მეშვიდე სეზონი გამოდის, მერვე სეზონი კი უკვე დამტკიცებულია.

myquiz