დეტექტიური ჟანრის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ | Allnews.Ge

დეტექტიური ჟანრის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

დეტექტიური ფილმები დროის სასიამოვნოდ გატარებისა და დასვენების საშუალებას იძლევა, ხშირად ისე ჩაგვითრევს, რომ არცერთი კადრის გამოტოვება არ გვინდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საინტერესო სიუჟეტის მქონე დეტექტივებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

1. დევიდ გეილის ცხოვრება/The Life Of David Gale

ჟურნალისტი ბითსი ბლუმი ინტერვიუს ცნობილი პროფესორის, დევიდ გეილისგან იღებს, რომელიც სიკვდილით დასჯის სასტიკი წინააღმდეგია. ამავდროულად, ის ერთ-ერთი აქტივისტის მკვლელობისთვის გაასამართლეს და 3 დღეში განაჩენს აღასრულებენ.

ფილმი 2003 წელს გამოვიდა.

2. ტრანსი/Trance

"ტრანსი" დრამა, დეტექტივი და ამავდროულად კრიმინალური ჟანრის ფილმია, რომლის მთავარი გმირი, საიმონი, აუქციონის სახლის თანამშრომელია და ხელოვნების ფასდაუდებელ ნიმუშს საიმედო ადგილზე გადამალავს, რათა ქურდებისგან დაიცვას, თუმცა უპრეცედენტო რამ ხდება, საიმონს ამნეზია ემართება და გადამალული ნივთის ადგილსამყოფელს ვეღარ იხსენებს.

"ტრანსი" ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა.

3. ნახვამდის პატარავ, ნახვამდის/Gone Baby Gone

ბოსტონის გარეუბანში, როდესაც დედა სახლში არ იყო, 4 წლის გოგონა მოულოდნელად გაუჩინარდა. მის ძებნაში პოლიციის მთელი დეპარტამენტი ჩაერთო, თუმცა შედეგი ვერ მიიღო. გოგონას დეიდამ კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა ბავშვის მოძებნაში დახმარებოდნენ.

ფილმი ბენ აფლეკმა გადაიღო და მაყურებელმა ის 2007 წელს იხილა.

4. გოგონა მატარებელში/The Girl In The Train

რეიჩელი სამსახურში ყოველდღიურად მატარებლით დადის, რომლის ფანჯრიდანაც კოტეჯსა და ერთი შეხედვით ბედნიერ წყვილს ხედავს, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი იცვლება. ერთ დღეს გოგონა სადღაც გაქრება და რეიჩელიც ისტორიის ნაწილი ხდება.

"გოგონა მატარებელში" შედარებით ახალი, 2016 წლის ფილმია.

5. ზოდიაქო/Zodiac

ფილმი რეალური მასალების მიხედვითაა გადაღებული. დეტექტივები სერიულ მკვლელს ეძებენ, რომელიც დანაშაულს სან-ფრანცისკოში ჩადიოდა. საქმეში ოთხი პოლიციელი ერთვება, რომლებიც მინიშნებებს მიჰყვებიან.

"ზოდიაქო" 2007 წლის ფილმია.

6. ნომერი 23/The Number 23

უოლტერ სპეროუ ცხოველთა კონტროლის ოფიცერია, რომელმაც ნოველის, "ნომერი 23-ის" კითხვა დაიწყო. წიგნის ცოლმა ურჩია. კითხვისას უოლტერი ხვდება, რომ ნოველის შინაარსი მის ცხოვრებას ძალიან ჰგავს, მომავლის შესაცვლელად კი მან წიგნის მთავარი საიდომლო უნდა ამოხსნას. სწორედ ამიტომ ის ისეთ საზარელ მკვლელობას ჩადის, როგორიც ნოველის გმირმა ჩაიდინა.

უოლტერის როლს ჯიმ ქერი ასრულებს, ფილმი ეკრანებზე 2007 წელს გამოჩნდა.

7. ტყვეები/Prisoners

 

კელერ დოვერი ისეთი საშინელი კოშმარის პირისპირ აღმოჩნდება, რომელში ყოფნასაც არცერთი მშობელი არ ისურვებდა: მისი 6 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი უჩინარდებიან. საქმის ერთადერთი გასაღები მძღოლია, რომელმაც გოგონები თამაშის დროს შენიშნა. მას აპატიმრებენ, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო მალევე ათავისუფლებენ.

ფილმი ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა.

8. ბზარი/Fracture

საკუთარი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი პროკურორის თანაშემწეს არასასიამოვნო თამაშში ითრევს. ფილმი მოულოდნელად სრულდება, მთავარ როლს კი რაიან გოსლინგი თამაშობს.

"ბზარი" 2007 წელს გამოვიდა.

9. იდუმალი მდინარე/Mystic River

სამი ბავშვი, რომლებიც ახლად დაგებულ ასფალტზე საკუთარი სახელების ამოტვიფრით არიან დაკავებულები, მოულოდნელად ავტომობილიდან გადმოსული უცნობი გამოელაპარაკება და მათი საქციელის გამო დასჯით დაემუქრება, ერთ-ერთ მათგანს კი ავტომობილში ჩასვამს. მას შემდეგ, ბავშვის კვალი იკარგება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ირკვევა, რომ ის პედოფილიის მსხვერპლი გახდა.

30 წლის შემდეგ, სამივე მეგობარს ერთი ტრაგედია დააკავშირებს. დეტექტიური ჟანრის ფილმი ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა.

10. ოქსფორდელი მკვლელები/The Oxford Murder

მარტინი "ოქსფორდის უნივერსიტეტის" არაფრით გამორჩეული სტუდენტია, რომელიც თავის იდეალ ლექტორს, მათემატიკისა და ლოგიკის სპეციალისტ მისტერ სელდომს უსმენს. მოულოდნელად, მარტინი და მისი ლექტორი საზარელი რეალობის წინაშე დადგებიან, რომელთა გამოძიებასაც თავად იწყებენ.

მომზადებულია Bright Side-ს მიხედვით.

myquiz