მარიონ კოტიარის ახალმა იმიჯმა აგრესია გამოიწვია | Allnews.Ge

მარიონ კოტიარის ახალმა იმიჯმა აგრესია გამოიწვია

მარიონ კოტიარი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზ ქალადაა აღიარებული, შესაბამისად, მისმა შეცვლილმა იერსახემ თაყვანისმცემლებში არც თუ ისე მსუბუქი შოკი და უკმაყოფილება გამოიწვია. ჰოლივუდის მსახიობმა ინსტაგრამზე ახალი ფილმის Rock’n Roll-ის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც კოტიარს არაბუნებრივად დაბერილი ტუჩები აქვს. თაყვანისმცემლები ერთხმად აღიარებენ, რომ 41 წლის მსახიობი ჩინებულად გამოიყურებოდა სწორედ ამიტომ, უმეტესი მათგანი ვერ ხვდება რაში დასჭირდა კოტიარს ანჯელი ჯოლის სტილის საკუთარ თავზე მორგება, რამაც მისი გარეგნობა წარმოუდგენლად შეცვალა.

"მას უყვარს, როდესაც მისი გარეგნობა გაოცებას იწვევს და ადამიანებს აიძულებს მასზე ილაპარაკონ, გარდა ამისა, მსახიობს სურს ყველამ გაიგოს, რომ ის საკუთარ თავს სრულად უძღვნის კინოს"- ამბობს HollywoodLife.com -ის ჟურნალისტი

მარიონ კოტიარი საკუთარი გარეგნობის შეცვლას კვლავ გეგმავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს არა მისი პირადი გადაწყვეტილება არამედ, როლის მოთხოვნის შესაბამისი ქმედებაა.

 

myquiz