ფილმები ძლიერ ქალებზე, რომლებმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალონ | Allnews.Ge

ფილმები ძლიერ ქალებზე, რომლებმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალონ

ზოგიერთი ფილმის ნახვის შემდეგ, შთაბეჭდილებები დიდხანს გვამახსოვრდება. ზოგიერთს, მხოლოდ ერთხელ ვუყურებთ და მალევე ვივიწყებთ. მაგრამ არის ფილმები, რომლებსაც შეუძლია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალოს. ფილმები ქალებისთვის არ არის აუცილებელი, რომ სიყვარულზე ან განშორებაზე იყოს. სავსებით შესაძლებელია, ფილმებიც ისეთივე მრავალფეროვანი და არაპროგნოზიდებადი იყოს, როგორც თვითონ ქალები არიან.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ ფილმს. დაიმახსოვრეთ - ინსპირაციას, რომელსაც ზოგიერთი ფილმი გვაძლევს, შეუძლია ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.

1.ჯარისკაცი ჯეინი (G.I. Jane) - ეს არის ფილმი, საბრძოლო სცენების გარეშე.

თუმცა, იმ ფილმების მცირე ჩამონათვალში შედის, რომელიც ადამიანის ბუნებას ყველაზე კარგად გვაჩვენებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალთა მენტალურ სიძლიერეს.

2. გოგონა მილიონ დოლარად (Million Dollar Baby) - ფილმი, რომელიც ცხოვრების სისასტიკესა და სიმძიმეს ყველაზე კარგად გადმოსცემს.

გოგონა, რომელიც გადაწყვეტს გახდეს პროფესიონალი მოკრივე, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ფილმის რეჟისორმა კლინტ ისტვუდიმა მოახერხა, ახალგაზრდა გოგონას ბრძოლა მიზნის მისაღწევად ექცია დაუვიწყარ და იმედის მომცემ სანახაობად.

3. ერინ ბროკოვიჩი (Erin BROCKOVICH) - რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი.

ეს არის ისტორია, რომელიც თითოეული ქალისთვის, აუცილებლად იქნება შთაგონების წყარო, რომ მარტოხელა დედობა არ არის დასასრული, რომ 3 შვილით მარტოხელა დედასაც შეუძლია საოცარ წარმატებას მიაღწიოს, ამასთან უდიდესი სიკეთე მოუტანოს სხვას.

4. მკითხველი (The Reader) - მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაუშვას საყვარელი მამაკაცი ისე, რომ ცხოვრება გააგრძელოს.

ბოლო წუთამდე იყოს იმ წარსულის ერთგული, რომელიც ორ ადამიანს, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც აკავშირებდა. ამასთან, სიცოცხლის ფასად, არ აღიაროს საკუთარი ნაკლი.

ქალები, რომელთაც კითხვა უყვართ, საბედისწერონი არიან - ეს ამ ფილმის ყველაზე კარგი აღწერაა.

5. მოსამსახურე (The Help) - ფილმის ყველა მთავარი პერსონაჟი ქალია. მოახლეები და მათი უფროსები, ისინი ყოველდღე ზემოქმედებენ ერთმანეთის ცხოვრებაზე, თუმცა მონოტონურობაში დაკარგულნი, პროტესტის გრძნობის უარყოფით საკუთარ ცხოვრებას უფრო ამძიმებენ.

აქ გარდამტეხი ჯექსონის პერსონაჟი აღმოჩნდება, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს, რომ საკუთარი ცხოვრების სიმახინჯე დაანახოს ქალებს, რათა უარი თქვან იმაზე, რისი გაკეთებაც არ უნდათ.

6. ფრიდა (Frida) - ეს არის, კიდევ ერთი საბედისწერო ქალის ბიოგრაფიული ფილმი.

ეს არის ფილმი ხელოვნებაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე, ვნებაზე, სინანულზე, განშორებაზე, ყველა იმ გარდამტეხ გრძნობასა და ქმედებაზე, რაც ავსებს და ამასთან ძალიან აცარიელებს ქალს.

7. იისფერი (The Color Purple) – სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი აფრო-ამერიკელი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.

მასში ნაჩვენებია ყველა ის მანკიერება, რაც 20-ე საუკუნის დასაწყისში ხდებოდა. თუმცა, სელის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ იგი რასისტული სირთულეების გარდა, სიღარიბის, სექსიზმის, ინცესტისა და პედოფილიის მსხვერპლია.

სწორედ, მის მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ დანებება არასდროს ღირს.

8. მულანი (Mulan) - მართალია, ჩვენი ათეულის მე-8 ადგილზე მულტიპლიკაციური ფილმი მოხვდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვობაში გაბრუნებთ.

მულანი ძლიერი და მებრძოლი ქალის შეუდარებელი მაგალითია. საჭირო დროს მიიღო რთული, მაგრამ ყველაზე მამაცური გადაწყვეტილება.

9. სუფრაჟისტები (Suffragette) - ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და მოგვითხრობს, დიდ ბრიტანეთში, 20-ე საუკუნის დასაწყისში, არსებულ მდგომარეობას.

ქალები, რომლებიც იბრძვიან უფლებებისთვის.

ფილმში მოთხრობილი რეალური ისტორია, რომელიც ეხება ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს, ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე.

10. შეცვლა (Changeling) - კლინტ ისტვუდის მძიმე ფილმი, რომელშიც მთავარ როლს, ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ეს არის ქალის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცვლის არამარტო საკუთარ ცხოვრებას არამედ სხვებისაც.

შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი აძლიერებს მას და ბრძოლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს. ეს არის ტრაგიკული, თუმცა, უზომოდ ძლიერი ქალის ისტორია.

myquiz