რუსეთში, შესაძლოა Beauty and The Beast აიკრძალოს | Allnews.Ge

რუსეთში, შესაძლოა Beauty and The Beast აიკრძალოს

რუსეთში, შესაძლოა Disney-ს ახალი ნამუშევარი, Beauty and The Beast აიკრძალოს, რისი მიზეზიც ე.წ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ არსებული კანონია.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის კულტურის სამინისტრო ფილმში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ელემენტებს იპოვის, მის ჩვენებას აკრძალავს.

Disney-იმ ჰომოსექსუალი პერსონაჟი პირველად შექმნა, ის მსახური ლეფია, რომელიც უარყოფითი პერსონაჟის, გასტონის თანაშემწეა. თავდაპირველად, ლეფის სურს, გასტონს დაემსგავსოს, მოგვიანებით კი მის მიმართ გრძნობები უჩნდება და სურს, რომ აკოცოს.

"ურჩხულსა და მზეთუნახავში" მთავარ როლებს ემა უოტსონი და დენ სტივენსი ასრულებენ. Disney-ს ახალი ნამუშევრის პრემიერა 17 მარტს შედგება. ფილმის რეჟისორი ბილ კონდონაა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

myquiz