დიდი ლიტერატურული კონკურსი იწყება...გახდი ბესტსელერის ავტორი! | Allnews.Ge

დიდი ლიტერატურული კონკურსი იწყება...გახდი ბესტსელერის ავტორი!

ოცნება ყველას უყვარს. ყოველ ადამიანს საკუთარი სანუკვარი ოცნება აქვს. ზოგ მათგანს აქვს შანსი, რეალობად იქცეს, ეს კონკურსი კი სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ. თუ თქვენ წერა გიყვართ და ფიქრობთ, რომ კარგად გამოგდით, თუ საკუთარ წიგნზე ოცნებობთ, გეძლევათ შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოთ, თუნდაც ამისათვის ფანტასტიკის სფეროში შეჭრა მოგიწიოთ. - ჟანრში თავისუფალი ხართ!

დიახ, ეს რეალობაა! თქვენ შეიძლება გახდეთ ბესტსელერის ავტორი!

მალე, "გამომცემლობა პალიტრა L" სახალხოდიდ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს. ასე, რომ კარგად მოემზადეთ და მუზებს მოუხმეთ! კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი. (გამოგზავნილი ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან -50-მდე Word-ის გვერდს). მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჟანრს აირჩევთ. ამბის მოსათხრობად არც ლიტერატურული წიაღსვლებია აუცილებელი. მთავარია, ამბავი და თხრობის სტილი იყოს საინტერესო და გამორჩეული.

ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი შეაფასებს, ანუ ის ადამიანები, ვისთვისაც დაწერთ ნაწარმოებს. I ტურში 10 საუკეთესო ნამუშევარს თავად მკითხველი შეარჩევს, ხოლო 5-ს გამომცემლობის რედაქცია.II ტურში კი უკვე მათგან მხოლოდ რამდენიმე გაიმარჯვებს. გამარჯვებული ნაწარმოებები ძალიან მალე ნაბეჭდ წიგნებად გადაიქცევა და ჩვენი მკითხველის თაროებს დაამშვენებს.

"გამომცემლობა პალიტრა L" პალიტრა ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით კონკურსში გამარჯვებულ ავტორებზე იზრუნოს.

მიგვაჩნია, რომ უნდა აღმოვაჩინოთ და განსაკუთრებული რესურსები ჩავდოთ გამორჩეუ და ნიჭიერ ქართველ მწერლებში, დავაფასოთ ჩვენთვის ნაცნობები და გაგაცნოთ ახალი ტალანტები.

კონკურსის მიზანიც სწორედ ეს არის - ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ახალი მწერლების აღმოჩენა და ბესტსელერის ავტორებად ქცევა.

ასე, რომ, დაელოდეთ! დაწვრილებით ინფორმაციას და კონკურსში მონაწილეობის პირობებს სულ მალე ჩვენი ვებგვერდის: www.palitral.ge და ასევე ჩვენი სოციალური ქსელის -Palitra L Publishing-ის მეშვეობით გაიგებთ.

ჰო, მართლა! არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მათთვის, ვისაც წერა უყვარს!

გისურვებთ წარმატებებს!

myquiz