"ოქროს დათვის" მფლობელი უნგრელი რეჟისორის ნამუშევარი გახდა | Allnews.Ge

"ოქროს დათვის" მფლობელი უნგრელი რეჟისორის ნამუშევარი გახდა

ბერლინის 67-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზის, "ოქროს დათვის" მფლობელი უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენედის ნამუშევარი "სხეულისა და სულის შესახებ" გახდა. ფილმი ცხოველების სასაკლაოს თანამშრომლების სიყვარულზეა. ფესტივალის პრეზიდენტის, ჰოლანდიელი რეჟისორის, პოლ ვერხოვენის თქმით, ჟიური შეყვარებულია ამ ფილმზე, რადგან მან კიდევ ერთხელ წამოწია წინ თანაგრძნობის მნიშვნელობა.

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ჯილდო ფინელმა რეჟისორმა აკი კაურისმიაკიმ მიიღო.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გერმანული ფილმის, "ნათელი ღამეების" მთავარ გმირს, გეორგ ფრიდრიხს მიეკუთვნა.

პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სამხრეთ კორეელ მსახიობს კიმ მინ ხის ფილმს, "ღამით პლაჟზე მარტოობაში" თამაშისთვის ერგო.

ბერლინის კინოფესტივალი 1951 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

myquiz