ვალენტინობის დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად სანახავი ფილმები | Allnews.Ge

ვალენტინობის დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად სანახავი ფილმები

ვალენტინობას ყველა წყვილი განსაკუთრებულად აღნიშნავს. იმისთვის, რომ სიყვარულის დღეს რომანტიკული განწყობა შეიქმნათ, გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

50 First Dates/50 პირველი პაემანი

მთავარი როლის შემსრულებელი ადამ სენდლერია. მისი გმირი, ჰენრი მექალთანეა, თუმცა მას შემდეგ, რაც ლუსის (დრიუ ბერიმორი) შეხვდება, აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა. ის ლუსის გულის მოგებას ცდილობს იქამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

ფილმი 2004 წელს გამოვიდა.

La La Land/ლა ლა ლენდი

მუსიკა, ცეკვა, ფერები, ისტორია, მსახიობები, - ამ ყველაფრის ერთობლიობა დროს ყველაზე რომანტიკულად და სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. ფილმი მიასა და სებასტიანის რომანტიკულ ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს დაშორდებიან, 5 წლის შემდეგ კი მოულოდნელად ხვდებიან, თუმცა, მათი ცხოვრება უკვე რადიკალურად შეცვლილია.

მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ. ფილმი კინოგაქირავებაში წელს ჩაეშვა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Slumdog Millionaire/მილიონერი ღარიბთა უბნიდან

ფილმში მოთხრობილია ღარიბი ინდოელი ბიჭის ცხოვრების ისტორია, რომელიც „ვის უნდა მილიონი დოლარის“ ინდური ვერსიის კონკურსში გაიმარჯვებს. თუმცა, თაღლითობის ბრალდებით დააკავებენ.

ფილმი ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა.

This Means War/ეს ნიშნავს ომს

თაკი და ფრენკი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები და ამასთანავე საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ერთი და იგივე ქალი შეუყვარდებათ, რის შემდეგაც შეთანხმდებიან, რომ ქალს არჩევანის გაკეთების საშუალება თავად მისცენ, თუმცა ერთმანეთს ხელს მუდმივად უშლიან.

თაკისა და ფრენკის როლებს კრის ფაინი და ტომ ჰარდი ასრულებენ. "ეს ნიშნავს ომს" 2012 წელს გამოვიდა.

500 Days Of Summer/სამერის 500 დღე

ფილმში ნახავთ თანამედროვე ურთიერთობების სპეციფიკას და თუ რომანტიკული ხართ, "სამერის 500 დღე" დაგარწმუნებთ, რომ სიყვარული არსებობს.

ფილმი 2009 წელს გამოვიდა.

Walk the Line/ზღვარის გადაკვეთა

2005 წლის ფილმი, რომელიც ქანთრის მომღერლის, ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.

Love, Actually/რეალური სიყვარული

ბრიტანული რომანტიკული კომედია, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, პატარ-პატარა ადამიანურ ისტორიებზე მოვითხრობს, სადაც ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

You’ve Got Mail/თქვენთვის წერილია

ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი დროს ძალიან რომანტიკულად გაგატარებინებენ. ფილმი 1998 წელს გამოვიდა და ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ფილმის გმირმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო.

myquiz