ლეგენდარული ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა | Allnews.Ge

ლეგენდარული ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა

76 წლის ასაკში ლეგენდარული ჯაზმენი და სოულის შემსრულებელი ელ ჯერო გარდაიცვალა. გრემის 7 გზის მფლობელი მუსიკოსი, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაღლილობის დიაგნოზით გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მუსიკოსის პროდიუსერის განცხადებით, ბოლო წუთებში ელ ჟეროსთან ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ელ ჯეროს პირველი ალბომი 1975 წელს გამოვიდა, 2 წელიწადში კი პირველი გრემი მოიპოვა. ბოლო 50 წლის განმავლობაში მუსიკოსს კარიერული ჩავარდნა არ ჰქონია. მხოლოდ გასულ წელს მან 50 კონცერტი გამართა. ის ერთადერთი ვოკალისტია, რომელმაც გრემი სამ კატეგორიაში: ჯაზი, პოპი და ღ&B მოიგო.

ელ ჯერო "ჯაზ ფესტივალის" ფარგლებში რამდენჯერმე საქართველოშიც იმყოფებოდა.

myquiz