XXI საუკუნის საუკეთესო სასიყვარულო ფილმები | Allnews.Ge

XXI საუკუნის საუკეთესო სასიყვარულო ფილმები

მზის ჩასვლამდე (რიჩარდ ლინკლეიტერი, 2004)

ეს ფილმი ალბათ, რომანტიული ჟანრის ფილმების ყველა ჩამონათვალში შეგხვდებათ. მისი იგნორირება მართლაც შეუძლებელია, რადგან სიუჟეტის განვითარების ნებისმიერ მომენტში თბილი გრძნობა დაგეუფლებათ. მაყურებლები ხშირად ამბობენ რომ ეს ტრილოგიის საუკეთესო ნაწილია. ფილმში ითან ჰოუკისა და ჟული დელფის გმირები ცხრა წლის წინ ერთ დღესა და ღამეს ვენაში ატარებენ, ამის შემდეგ ჰოუკის გმირი წიგნს წერს, რომელიც ბესტსელერი ხდება და ევროტურს აწყობს, პარიზში ყოფნისას კიდევ ერთხელ ხვდება დელფის გმირს და სწორედ აქედან იწყება რომანტიული ურთიერთობაც.

სიყვარული (მიხაელ ჰანეკე 2012)

"სიყვარული" ნაწილობრივ ჰგავს 1997 წლის ისლანდიური ფილმის, "ვულკანის" სიუჟეტს, თუმცა, ჰანეკეს სტილი აქაც ისევე იგრძნობა როგორც რეჟისორის სხვა ნამუშევრებში. ფილმზე გავლენა რეალურმა ისტორიამ მოახდინა, რომელიც რეჟისორის ახლობლების ოჯახში ვითარდებოდა. ფილმში 80 წელს მიღწეული ადამიანების სიყვარული ისტორიაა მოთხრობილი, სადაც სიყვარული ძალას ხელახლა მაშინ იკრებს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ავად ხდება. მეუღლე კი მომვლელებისა და დამხმარეების აყვანის ნაცვლად, მთელს ტვირთს საკუთარ თავზე იღებს.

უბის წიგნაკი (2004)

ეს ნიკ კასავეტესის 2004 წლის რომანტიკული ფილმია, რომელიც დაფუძნებულია ნიკოლას სპარქსის ამავე სახელწოდების მქონე რომანზე. ფილმში მონაწილეობენ რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი, როგორც ნოა და ელი – ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ ადრეულ 1940–იან წლებში. მათი ისტორია მოთხრობილია თანამედროვე დროს მოხუცი კაცის მიერ, რომლის როლსაც ჯეიმს გარნერი ასრულებს. ის ამ ამბავს თავის თანაპაციენტ ქალს უამბობს, რომელსაც ჯენა როულენდსი თამაშობს.

კუზიანი მთა (ენგ ლი, 2005)

ფილმი ეხება ორ ახალგაზრდა კაცს, რომლებიც უაიომინგის მთებში, ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. მოგვიანებით მათ განცალკევება და სახლში დაბრუნება უხდებათ. მათი ურთიერთობის ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებაა. ფილმი 2005 წელსაა გადაღებული თუმცა, საკითხი დღემდე აქტუალურია.

ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (მიშელ გონდრი, 2004)

რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მხატვრული ფილმი. მისი ორი მთავარი გმირი საკუთარი მეხსიერების წაშლას ცდილობს. ფილმის სახელი ალექსანდრ პოპის ლექსიდანაა ნასესხები. მთავარ როლებს ჯიმ ქერი და ქეიტ უინსლეტი ასრულებენ. მთავარი გმირები ჯოელი და კლემენტინა ერთმანეთს მატარებელში ხვდებიან და ისეთი განცდა ეუფლებათ თითქოს ერთმანეთს უკვე შეხვედრიან. საუბრისას ჯოელი მეტად თავშეკავებული და მორცხვია, კლემენტინა კი თავისი ახლადგაჩენილი გრძნობების დაფარვას არც კი ცდილობს.

სასიყვარულო განწყობა ვონგ კარვაი, 2000)

ვონგ კარ-ვაი რომანტიული ფილმების გურუა, სასიყვარულო განწყობა კი მის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. ის მაღალი სტილით, სილამაზითა და სენსიტიურობით გამოირჩევა.

დაბადება (ჯონათან გლეიზერი, 2004)

რეჟისორმა ჯონათან გლეიზერმა ადამიანის ცხოვრებაში სიყვარულის მნიშვნელობის ცხადჰყოფისთვის, ყველაზე უცნაური, აბსურდული და არატრადიციული ისტორია აირჩია. 10 წლის ბიჭი მოულოდნელად ჩნდება ერთი ოჯახის ცხოვრებაში, ხვდება ქალს, რომლის როლსაც ფილმში ნიკოლ კიდმანი ასრულებს და ეუბნება რომ მისი ქმარია, რეინკარნაციის შემდეგ. ამ დროისთვის, ნიკოლ კიდმანის გმირის ქმარი 10 წლის გარდაცვლილია.

 

myquiz