ბელგიელმა მოდელმა განაცხადა, რომ ინტერსექსუალია | Allnews.Ge

ბელგიელმა მოდელმა განაცხადა, რომ ინტერსექსუალია

ბელგიელმა მოდელმა ჰანა გაბი ოდილიმ განაცხადა, რომ ინტერსექსუალია. იგი ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშნებით დაიბადა. კიბოს საშიშროების გამო, 10 წლის ასაკში, ჰანას სათესლეები მოაცილეს. 18 წლის ასაკში მოდელმა კიდევ ერთი, ვაგინის კორექციის ოპერაცია გაიკეთა.

გაეროს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1,7%-ს ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სქესობრივი ნიშნები გააჩნია.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტაბუს დამსხვრევა, ახლა და ამჟამად. ჩვენს დროში ამაზე საუბარი აბსოლუტურად ნორმალური უნდა იყოს" - განაცხადა მოდელმა USA Today-ისთან ინტერვიუში.

ოდილეს თქმით, მას უნდა გააგებინოს ადამიანებს, რომ ინტერსექსუალურობაში არაფერი საშინელი არ არის და არ ღირს უამრავი ოპერაციების გაკეთება.

"მე ვიცოდი, რომ ვერ გავაჩენდი ბავშვებს, ციკლი არ მქონდა. ვიცოდი, რომ რაღაც "მჭირდა". მშობლები თავიდანვე გულწრფელები, რომ ყოფილიყვნენ, ასეთ დიდი ტრავმას არ მივიღებდი" - დასძინა ოდილემ.

ჰანას მეუღლემ, ჯონ სვიატეკმა განცხადა, რომ ძალიან ამაყობს ცოლით და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ისტორია სხვა ინტერსექსუალებისთვის ნამდვილ მაგალითად იქცევა.

myquiz