10 ფილმი, რომელთა მთავარ გმირებს ერთმანეთი შეუყვარდათ | Allnews.Ge

10 ფილმი, რომელთა მთავარ გმირებს ერთმანეთი შეუყვარდათ

ზოგჯერ, ფილმში გადმოცემული რომანტიკული ისტორიები იმდენად მოგვწონს, რომ გვინდა, ყველაფერი რეალური იყოს და მთავარ გმირებს ერთმანეთი მართლა უყვარდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ასეც ხდება და მსახიობებს ერთმანეთთან რომანტიკული გრძნობები აკავშირებთ ხოლმე.

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლების გადაღების შემდეგაც მსახიობებს ერთმანეთი შეუყვარდათ;

1. Gigli/ჯილი

სერიულ მკვლელსა და კაცთმოძულე რიკის (ჯენიფერ ლოპესი) ქარიზმატული და მომხიბვლელი ლარი (ბენ აფლეკი) შეუყვარდება, რის შედეგადაც მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

ფილმი 2003 წელსაა გადაღებული და ამ პერიოდში მსახიობებს შორის რომანტიკული ურთიერთობა უკვე იყო.

2. Vicky Cristina Barcelona/ვიკი კრისტინა ბარსელონა

ვუდი ალენის ფილმში, რომელიც 2008 წელს გამოვიდა, ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი შეყვარებულების როლს ასრულებენ, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა დაიწყო და წყვილი დაქორწინდა.

3. Cruel Intentions/სასტიკი თამაშები

რიზ უიზერსპუნსა და რაიან ფილიპს შორის სასიყვარულო ურთიერთობა სწორედ ამ ფილმზე მუშაობის შემდეგ დაიწყო.

"სასტიკი თამაშები" 1999 წელს გამოვიდა.

4. The Apartment/ბინა

"ბინის" გადაღების დროს იტალიელ მსახიობს მონიკა ბელუჩისა და ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. 1996 წლიდან, როდესაც ფილმი გამოვიდა, დღემდე წყვილი ერთადაა.

5. The Rum Diary/რომის დღიური

ჯონი დეპი მილიონობით ქალის საყვარელი მსახიობია. 2010 წელს, ფილმზე ერთად მუშაობის შემდეგ მსახიობებს ერთმანეთი შეუყვარდათ.

6. Step up/ნაბიჯი წინ

ამ ფილმის ნახვა ყველას კარგ განწყობაზე გვაყენებს და ცეკვის სურვილს გვიჩენს. ასევე, ფილმის მთავარ გმირებს, ჩანინგ ტატუმსა და ჯენა დევანს შორის ურთიერთობა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი დაქორწინდნენ. ახლა, წყვილი პატარა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული.

"ნაბიჯი წინ" 2006 წელსაა გადაღებული.

7. Days of Thunder/ჭექა-ქუხილის დღეები

ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი ამ ფილმში, რომელიც 1990 წელსაა გადაღებული, ძალიან ახალგაზრდები არიან. ფილმზე მუშაობისას, მსახიობები ერთმანეთთან რომანტიკულ ურთიერთობაში იყვნენ.

8. Alfie/ალფი

ფილმი 2004 წელს გამოვიდა და მისი მთავარი გმირები ჯუდ ლოუ და სიენა მილერი იყვნენ. ფილმის გადაღებამ წყვილი ერთმანეთთან დააკავშირა.

9. Mr.&Mrs Smith/მისტერ და მისი სმიტები

ამ ფილმმა მაყურებელში დიდი აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებით სასიამოვნო კი ის ფაქტი იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებლები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინდნენ. ისინი ერთად 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ფილმი 2005 წელს გამოვიდა.

10. The Amazing Spider-Man/წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა

ფილმი მაყურებელმა 2012 წელს იხილა. მისი გადაღების დროს ემა სტოუნსა და ენდრიუ გარფილდს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. ისინი ახლაც ერთად არიან.

მომზადებულია Bright Side-ს მიხედვით.

myquiz