ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ | Allnews.Ge

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ორშაბათს ღამით ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ყოფილი ვარსკვლავური წყვილი, 6 შვილის დაცვის მიზნით, თანახმაა განქორწინებასთან დაკავშირებული ყველა სასამართლო დოკუმენტი დახუროს.

"მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ბავშვებისა და ოჯახის პირადი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს ყველა დოკუმენტს კონფიდენციალურად დაიცავენ. პირად მოსამართლეს უფლებას მისცემენ, ყველა აუცილებელი კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და პროცესთან დაკავშირებული საკითხები უმოკლეს დროში მოაგვაროს. მშობლები მზად არიან, რომ მომავალი ურთიერთობის აღსადგენად იმოქმედონ, როგორც ერთიანმა მხარემ" - ნათქვამია მათ განცხადებაში, რომელსაც CNN ავრცელებს.

ჯოლი და პიტი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საჯარო განქორწინებისა და მეურვეობის მოპოვების პროცესებში არიან ჩართულნი. ანჯელინა ჯოლი ფიზიკურ მეურვეობას ითხოვს მაშინ, როდესაც ბრეტ პიტი ერთობლივი მეურვეობის მომხრეა.

განცხადება, ბრედ პიტის მიერ საგანგებო მოსმენის მოთხოვნაზე უარის მიღებიდან ერთ თვეში გამოქვეყნდა, სადაც პიტს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების კონფიდენციალობის მოთხოვნა, შვილების დაცვის მიზნით სურდა. ანჯელინა ჯოლის ბანაკში განაცხადეს, რომ მსახიობის ქმედება საკუთარი თავის დაცვისკენ იყო მიმართული და არა შვილების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისკენ.

ვარსკვლავურმა წყვილმა განქორწინების შესახებ ოფიციალური განცხადება სექტემბერში გაავრცელა.

myquiz