საუკეთესო საშობაო ფილმები | Allnews.Ge

საუკეთესო საშობაო ფილმები

ყველას გვსურს, რომ შობა-ახალი წელი მხიარული განწყობითა და დადებითი ემოციებით გავატაროთ. ბევრს ჩვენგანს საშობაო ფილმების ნახვა უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ექცა და ეს დღესასწაული საყვარელი გმირების გარეშე ვერ წარმოუდგენია.

Allnews.ge გთავაზობთ იმ საშობაო ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენში დადებით ემოციას გამოიწვევს. შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ნანახი სულაც არ გქონდეთ, ამიტომ ეს სტატია, სწორედ თქვენთვისაა:

1. ელფი/Elf

უილ ფარელი მსოფლიოში უამრავი კინომანის საყვარელი კომიკოსია. ის თქვენს საახალწლო განწყობაზეც იზრუნებს და ამ 2003 წელს შექმნილი ეკრანიზაციით შობის დღეებს გაგიხალისებთ.

2. ეს მშვენიერი ცხოვრება/It’s a Wonderdul Life

ჯეიმს სტიუარტის ეს 1964 წლის ნამუშევარი დღეს შედევრად მიიჩნევა. გირჩევთ, შობას, ცოტა სევდიანი სიუჟეტის მიუხედავად, მაინც ნახოთ.

3. სანტა კლაუსი/The Santa Clause

ცოტა ხნით 90-იანი წლების კინოსამყაროს დავუბრუნდეთ და ვნახოთ მამის ისტორია, რომელიც უცებ სანტად გადაიქცევა.

4. რეალური სიყვარული/Love Actually

ეს 2003 წელს შექმნილი ფილმი, ალბათ თქვენი საშობაოდ სანახავი ფილმების სიაშია, ამიტომ, რეალური სიყვარულის ისტორიებს თვალი ახალ წელსაც გადაავლეთ.

5. შვებულება/The Holiday

ვარსკვლავებით სავსე ფილმი, რომელიც სიყვარულზეა. ქეით უინსლეტი, ჯეკ ბლექი, ჯუდ ლოუ და ქემერონ დიასი დადებით საახალწლო განწყობას შეგიქმნიან.

6. პოლარული ექსპრესი/Polar Express

2004 წლის ანიმაციაში, ტომ ჰენკსის გახმოვანებით, იხილავთ ბავშვს, რომელსაც სანტა კლაუსის არსებობა ღრმად სწამს.

7. მაპეტ-შოუს საშობაო ჰიმნი/The Muppet Christmas Carol

ფილმი 1992 წელს, ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული და ერთ-ერთ საუკეთესო საშობაო ეკრანიზაციად მიიჩნევა.

8. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა/How Grinch Stole Christmas

ჯიმ ქერი თავისი მხიარული ხასიათით არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგაყენებთ.

9. მარტო სახლში/Home Alone

პატარა ბიჭი, რომელიც წარმატებით ებრძვის მძარცველებს, ბევრი თქვენგანის საყვარელი გმირია, ამიტომ მას წელსაც ნუ დაივიწყებთ.

10. გრემლინები/Gremlins

ფილმში მოთხრობილი ისტორია სევდიანი, მაგრამ დაუვიწყარია.

მომზადებულია Mirror.co.uk-ის მიხედვით.

myquiz