"ოქროს გლობუსის" ნომინანტები ცნობილია | Allnews.Ge

"ოქროს გლობუსის" ნომინანტები ცნობილია

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" 74-ე პრემიის ნომინანტები დაასახელეს. ლიდერი დემიენ შაზელის მიუზიკლი "ლა-ლა ლენდი" გახდა, რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის მონაწილეობით. ის 7 ნომინაციაშია წარდგენილი.

მას მოსდევს "მთვარის შუქი" (6 ნომინაცია) და "მანჩესტერი ზღვასთან" (5 ნომინაცია). სატელევიზიო სეგმენტში ყველაზე მეტი, ხუთი ნომინაცია "ამერიკულ კრიმინალურ ისტორიას" ერგო.

ძირითადი ნომინანტების სია ასე გამოიყურება:

ვინ აიღებს ოსკარს

"საუკეთესო დრამა": "ჰაქსოს გმირი", "მთვარის შუქი", "ნებისმიერ ფასად", "ლომი", "მანჩესტერი ზღვასთან".

"საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი": "დედპული", "ლა-ლა ლენდი", "მეოცე საუკუნის ქალები", "სიმღერის ქუჩა", "ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი".

"საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ ფილმში": ქეისი აფლეკი - "მანჩესტერი ზღვასთან", დენზელ ვაშინგტონი - "წინაღობანი", ჯოელ ეჯერტონი - "სიყვარული", ენდრიუ გარფილდი - "ჰაქსოს გმირი", ვიგო მორტენსენი - "კაპიტანი ფანტასტიკა".

"საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ ფილმში": ემი ადამსი - "ჩამოსვლა", იზაბელ იუპერი - "ის ქალი", ჯესიკა ჩესტეინი - "მის სლოუნი", რუტ ნეგა - "სიყვარული",, ნატალი პორტმანი - "ჯეკი".

"საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიასა ან მიუზიკლში": რაიან რეინოლდსი - "დედპული", ჰიუ გრანტი - "ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი", კოლინ ფარელი - "ლობსტერი", რაიან გოსლინგი - "ლა-ლა ლენდი", ჯონა ჰილი - "მეომარი ძაღლები".

"საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიასა ან მიუზიკლში": ემა სტოუნი - "ლა-ლა ლენდი", მერილ სტრიპი - "ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი", ანეტ ბენინგი - "მეოცე საუკუნის ქალები", ლილი კოლინზი - "წესები არ ვრცელდება", ჰეილი სტაინფელდი - "თითქმის ჩვიდმეტი".

"საუკეთესო რეჟისორი": ტომ ფორდი - "ღამის ცხოველები" , მელ გიბსონი - "ჰაქსოს გმირი", დემიენ შაზელი - "ლა-ლა ლენდი", ბარი ჯენკინსი - "მთვარის შუქი", კენეტ ლონერგანი - "მანჩესტერი ზღვასთან".

"საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი": "ღვთიურები" (საფრანგეთი), "ის ქალი" (საფრანგეთი), "ნერუდა" (ჩილე), "პერსონალური მყიდველი" (ირანი), "ტონი ერდმანი" (გერმანია).

"საუკეთესო ანიმაციური ფილმი": "კუბო - ლეგენდა სამურაიზე", "მოანა", "ზოოტოპია", "ჩემი ცხოვრება, როგორც ზუჩინი", "სიმღერა"

2017 წლის სერიალები, რომლებსაც ყველა სულმოუთქმელად ელის

"საუკეთესო დრამატული სერიალი": "გვირგვინი", "სამეფო კარის თამაშები", "უცნაური ამბები", "ეს ჩვენ ვართ", "ველური დასავლეთის სამყარო".

"საუკეთესო კომედიური სერიალი": "ატლანტა", "ვიცე-პრეზიდენტი", "აშკარა", "მოშავო", "მოცარტი ჯუნგლებში".

"საუკეთესო ტელეფილმი ან მინი-სერიალი": "ღამის ადმინისტრატორი", "ამერიკული კრიმინალური ისტორია", "ერთ ღამეს", "კოსტიუმერი", "დანაშაული ამერიკულად".

"ოქროს გლობუსის" პრემიის დაჯილდოების 74-ე ცერემონია 2017 წლის 8 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას ჯიმი ფელონი წაიყვანს.

myquiz