საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები | Allnews.Ge

საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები

ვინც ბოლო 40 წლის განმავლობაში სამეცნიერო ფილმებს ადევნებს თვალყურს, ადვილად გამოიცნობს, თუ რომელი ფილმები მოხვდა ამ სიაში. აქ იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც ინტელექტუალებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

1. 2001: კოსმოსური ოდისეა/2001: A Space Odyssey

ეს კინო ნამუშევარი ძალიან პოლარიზებულია. სტენლი კუბრიკის ფილმი, რომელშიც მომავლის განჭვრეტის მცდელობა, კაცობრიობის დანიშნულების ძიება და მარადიულობის კვლევაა განხილული.

2. დეტონატორი/Primer

ფილმში მოთხრობილია, როგორ აწყობენ გამომგონებელი მეგობრები ავტოფარეხში მექანიზმს, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით, გაუთვალისწინებელი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებიან.

წიგნები, რომლებმაც მომავლის ტექნოლოგიები იწინასწარმეტყველეს

3. გატაკა/Gattaca

სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ, სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში უშლის ხელს.

4. სოლარისი/Solaris

კოსმოსურ სადგურ "სოლარისზე" გაგზავნილი ფსიქოლოგი გაუთვალისწინებელ სირთულეებს წააწყდება. ეკიპაჟის კაპიტანი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება.

5. მსოფლიო მავთულზე/World On A Wire

ფილმი კიბერნეტიკის ინჟინერ ფრედ სთეილერის შესახებ მოგვითხრობს. ის ვირტუალურ რეალობაში, კომპიუტერული პროგრამით, მასობრივ კორპორაციულ შეთქმულებას აღმოაჩენს.

6. შადრევანი/The Fountain

ამბავი სიყვარულზე, სიკვდილსა და ამქვეყნად ჩვენს რაობაზე.

7. წინათგრძნობა/Predestination

სპეციალური აგენტი ბრწყინვალე კარიერის შესაქმნელად, მუდმივად წარსულსა და მომავალში იმყოფება. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და მასზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.

8. მზის ნათება/Sunshine

მზე ქრება, სიმძლავრეს კარგავს და დედამიწას არქტიკული ტემპერატურის საფრთხე ემუქრება. კაცობრიობა საკუთარი რესურსების მობილიზებას ახდენს, რათა მზისკენ კოსმოსური ხომალდი გაგზავნოს. მისი ტვირთი კი უზარმაზარი ბომბია. ამ ტიპის ხომალდი სულ ორია.

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

9. ჩუმი დედამიწა/The Quiet Earth

ზაკ ჰობსონი იღვიძებს და ფიქრობს, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც დედამიწაზე დარჩა. ყველა ცოცხალი არსება გაქრა, თუმცა ჰობსონი მალე იგებს, რომ მის გარდა დედამიწაზე კიდევ 2 ადამიანია.

10. მთვარე/Moon

ფილმი მოგვითხრობს 2112 წლის დედამიწაზე, სადაც ენერგიის ძირითადი ნაწილი ადამიანებს მთვარიდან მოეწოდებათ. მთავარ როლში ადამიანია, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს და ენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

11. ინტერსტელარი/Interstellar

კოსმონავტთა ჯგუფი ამოუცნობის სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება. ისინი შავ ხვრელში შეფრინდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს, წარმოუდგენელ მანძილზე გადაადგილდნენ.

12. პი/Pi

პი ჩვეულებრივი სამეცნიერო ფილმი არ არის, აქ კოსმონავტებისა და ფანტასტიკური ქმნილებების ნაცვლად, განსკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებს ვხედავთ.

13. დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა/The Day The Earth Stood Still

უცხოპლანეტელებმა თავიანთ პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების გამო, სწრაფი ევოლუცია განიცადეს. მათი წარმომადგენელი კლაატუ კი დედამიწაზე ჩამოდის, რათა შეაფასოს, რამდენად შეძლებს კაცობრიობა ის ეკოლოგიური ზიანი აიცილოს, რაც საკუთარ პლანეტას მიაყენა.

პოპულარული ფილმები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების სტატიების მიხედვით გადაიღეს

14. კანის ქვეშ/Under The Skin

ფილმის მოქმედება შოტლანდიაში ვითარდება, სადაც ედინბურგ-გლაზგოს გზატკეცილზე ძვირადღირებული ავტომობილი ყოველდღე, მდიდარი მძღოლის თანხლებით დადის, რომლის მიერ აყვანილი მგზავრებიც უკან აღარ ბრუნდებიან.

15. დანის პირზე მორბენალი/Blade Runner

2019 წელს, ლოს ანჯელესში, პენსიაზე გასულ რიკ დეკარდს გამოიწვევენ, რომ დედამიწაზე გამოგზავნილ უცხო არსებებს მიაგნოს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz