15 ფილმი ყველაზე შთამბეჭდავი დასასრულით | Allnews.Ge

15 ფილმი ყველაზე შთამბეჭდავი დასასრულით

ფილმის დასასრულმა შეიძლება კმაყოფილების ან პირიქით, უკმაყოფილების გრძნობა მოგგვაროთ. სწორედ ამიტომ, ყველა რეჟისორი ცდილობს, საკუთარი ნამუშევარი ისე დაასრულოს, რომ სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს.

Business Insider ასეთი ფილმების ჩამონათვალს გვთავაზობს:

1. მაიმუნების პლანეტა/Planet of the Apes

ფილმი 1968 წელსაა გადაღებული და მისი დასასრული, ყველა დროის საკეთესო ფინალად მიიჩნევა.

ჯორჯ ტეილორი, აღმოჩნდება პლანეტაზე, სადაც დომინანტი არსებები დიდი მაიმუნები არიან, ხოლო ადამიანები დაბალ რასას წარმოადგენენ.

ფილმის დასასრული მაყურებლებში ყოველთვის ძლიერ ემოციას იწვევს.

2. მესამე კაცი/The Third Man

1949 წლის შავ-თეთრი ფილმი, რომლი ფინალში მომხდარი მოქმედება უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები.

კადრებში დიალოგი არ არის. ჩვენ უბრალოდ  ვხედავთ, რომ ალიდა ჰარის დაკრძალვიდან მოდის და ხვდება, როგორი ძვირფასი იყო მისთვის ეს ადამიანი.

3. ძირითადი ეჭვმიტანილები/The Usual Suspects

ეს ნამუშევარი 1995 წელს გამოვიდა. მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი დასასრული აქვს.

4. მოქალაქე ქეინი/Citizen Kane

ფილმში აღწერილია ჩარლზ ფოსტერ ქეინის ცხოვრება, რომლის შესახებაც სინამდვილეს ფილმის დასასრულს ვიგებთ.

5. კასაბლანკა/Casablanca

1942 წლის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს კაზინოს მფლობელ ამერიკელ რიკ ბლეინზე. იგი კაზინოში რამდენიმე წლის წინ დაშორებულ შეყვარებულს, ილზას ხვდება, რომელიც ქალაქში ქმართან, ანტიფაშისტური საზოგადოების წევრ, ვიქტორ ლოზანოსთან ერთად ჩამოდის. მათ კვალს გერმანელები მოყვებიან და ილზა რიკს მნიშვნელოვანი საბუთების გადაცემაში არწმუნებს, რომელიც ვიქტორს ქალაქიდან გაქცევასა და ბრძოლის გაგრძელებაში დაეხმარება.

ფილმის დასასრულს რიკი და კაპიტანი ლუი რენო გარბიან და კაზინოს მფლობელი ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზას ამბობს,- " ლუი, ვფიქრობ, რომ ეს ლამაზი მეგობრობის დასაწყისია."

6. შვიდი/Seven

ფილმის ბოლოს, ჯონ დოს დაკავების შემდეგ, მილსსა და სომერსეტს ეს შეშლილი კაცი ტრიალ მინდორში წაიყვანს, სადაც ყუთს მიიღებენ, ხოლო მასში აღმოჩენილი რამ სამივეს შოკს გამოიწვევს.

7. 2001 წელი: კოსმოსური ოდისეა/2001: A Space Odyssey

სტენლი კუბრიკის ეს დასასრული ნამდვილი შედევრია. დევიდ ბოუმენი მიფრინავს სივრცეში, სადაც ის ფერად ქარიშხალს იპოვნის და საკუთარი თავის ძველ ვერსიას ხედავს.

8. ქერი/Carrie

ბრაიან დე პალმამ, სტივენ კინგის ნოველის მიხედვით, საშინელებათა ფილმებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელი დასასრულის მქონე ფილმი გადაიღო.

9. ჩინური კვარტალი/ Chinatown

1974 წლის ფილმი. როდესაც ჯეიკ გიტსი ნოე კროსისა და ეველინ მელვრეის სიყვარულის შესახებ შეიტყობს, უკვე გვიანია. ჩინური კვარტლის სისასტიკე ყველაფერს ანაგდურებს.

10. კურსდამთავრებული/The Graduate

ბენ ბრედოკი ელენ რობინსონს პირდაპირ ქორწილში მიაკითხავს და ერთად ავტობუსით გაიქცევიან. გრძნობათა ქარიშხლის დაცხრომის შემდეგ ისინი ავტობუსში კამერას დაინახავენ და აცნობიერებენ, რაც ჩაიდინეს.

11. სანსეთ ბულვარი/Sunset Boulevard

ნორმა დესმონდს პოლიცია მწერლის მკვლელობისთვის აპატიმრებს. კამერების გამოცენამდე ის ადგილიდან არ იძვრის, შემდეგ კი საკუთარ როლს ირგებს. ფილმი 1950 წელსაა გადაღებული.

12. ნათლიმამა/The Godfather

"ნათლიმამა" 1972 წელს გადაღებული ფილმია, რომელშიც კორლეონე საკუთარი მტრების განადგურების შემდეგ, ცოლთან ცოლისძმის მკვლელობის შესახებ კამათობს. კორლეონე უხსნის, რომ მისი ძმის მკვლელობაში წვლილი არ მიუძღვის.

ფილმის დასასრული ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.

13. ნაიარევი სახე/Scarface

1983 წელს გადაღებული შედევრი ნარკოდილერ ტონი მონტანაზე მოგვითხრობს. ამ ფილმმა ალ პაჩინო და რეჟისორი ბრაიან დე პალმა სამუდამოდ დააკავშირა.

14. ექიმი სთრეინჯლავი: როგორ ვისწავლე დარდისგან გათავისუფლება და შევიყვარე ბომბი/ Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb

სტენლი კუბრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის საუკეთესო დადასრული. ექიმი სთრეინჯლავი ყვირის: "ფიურერ, მე სიარული შემიძლია!"

15. ცოცხალი მკვდრების ღამე/ Night of the Living Dead

მას, ვინც სახლში ზომბების შემოსევა შეაჩერა, მეორე დილით შემთხვევით კლავენ, რადგან ზომბიში აერევათ. ფილმი 1968 წელსაა გადაღებული.

myquiz