კინოს ისტორიაში 10 საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი | Allnews.Ge

კინოს ისტორიაში 10 საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი

ბიოგრაფიული ფილმი - ბაიოპიკი - ისტორიული ფილმისგან იმით განსხვავდება, რომ მოგვითხრობს არა რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ ეპოქაზე, არამედ ადამიანებზე, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს. ასეთი ფილმის სიუჟეტი შეიძლება მოიცავდეს როგორც ადამიანის მთელ ცხოვრებას, ასევე მხოლოდ რამდენიმე წელს.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმის ჩამონათვალს.

10. მოდილიანი / MODIGLIANI (2004)

რეჟისორი: მიკ დეივისი

მთავარ როლში: ენდი გარსია

ფილმი ცნობილი იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

9. კაფკა / KAFKA (1991)

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი

მთავარ როლში: ჯერემი აირონსი

ფილმის მოქმედება 1991 წლის  პრაღაში ვითარდება. სადაზღვეო კომპანიის აგენტი - ფრანც კაფკა, წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწევა და მხოლოდ "საკუთარი თავისთვის" წერს.

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

8. ავიატორი / THE AVIATOR (2004)

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე

მთავარ როლში: ლეონარდო დიკაპრიო

ჰოვარდ ჰიუზმა მამისაგან მიღებული პატარა ქარხანა გააფართოვა და მისგან მომგებიანი საწარმო შექმნა. მან ყველაზე დიდი ავიაკომპანია შეიძინა. ჰოვარდი აგრეთვე კაზინოების მფლობელია. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დედამიწაზე ბედნიერება ვერ იპოვა.

7. ლოურენს არაბი / LAWRENCE OF ARABIA (1962)

რეჟისორი: დევიდ ლინი

მთავარ როლში: პიტერ ო’ტული

ფილმი პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე მოგვითხრობს, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და სათავეში ჩაუდგა მათ ლაშქრობას თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული.

პოპულარული ფილმები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების სტატიების მიხედვით გადაიღეს

6. რეი / RAY (2004)

რეჟისორი: ტეილორ ჰეკფორდი

მთავარ როლში: ჯეიმი ფოქსი

ჩრდილოეთ ფლორიდის პლანტაციაზე დაბადებული რეი ჩარლზი 7 წლის ასაკში დაბრმავდა. თავისუფლების მოყვარე დედამ მას შთააგონა, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა უნდა ეპოვნა. სამხრეთით მოგზაურობის დროს, ამ ემოციურმა მომღერალმა სახელი მალე მოიხვეჭა და მთლ მსოფლიოში გახდა ცნობილი, როდესაც გოსპელისა და ქანთრის ნაზავით თავისი საკუთარი სტილი შექმნა.

5. მოტოციკლისტის დღიური / THE MOTORCYCLE DIARIES (2004)

რეჟისორი: ვალტერ სალესი

მთავარ როლში: გაელ გარსია ბერნალი

"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის, ერნესტო ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან, ალბერტო გრანადოსთან ერთად, სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

4. ბეწვი: დიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი / FUR: AN IMAGINARY PORTRAIT OF DIANE ARBUS (2006)

რეჟისორი: სტივენ შეინბერგი

მთავარ როლში: ნიკოლ კიდმანი

დიანა არბუსი ცნობილი და შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია. მას იდუმალებით მოცული მეზობელი, ლაიონელ სუინი შეუყვარდება, რომელსაც ფანჯრიდან დაინახავს. დიანა ინტერესდება ლაიონელით და მის სახლში მიდის, რათა ფოტო გადაუღოს. ლაიონელი მას მარგინალ ადამიანებს გააცნობს, რომლებსაც დიანა ფოტოებს უღებს. ლაიონელის წყალობით, დიანა არბუსი თავის თავში ნიჭს აღმოაჩენს და XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოხელოვანი გახდება.

3. ფრიდა / FRIDA (2002)

რეჟისორი: ჯული ტეიმორი

მთავარ როლში: სელმა ჰაიეკი

ფრიდა კალო 20 წლის იყო, როდესაც ცოლად მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას გაჰყვა, არც ისე ახალგაზრდას, მდიდარსა და გარყვნილს. გავა რამდენიმე წელი და ფრიდა პარიზს დაიპყრობს, როკფელერთან სკანდალზე კი ყველა ამერიკული გაზეთი დაწერს!

ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

2. ამადეუსი / AMADEUS (1984)

რეჟისორი: მილოშ ფორმანი

მთავარ როლში: ტომ ჰალსი

მილოშ ფორმანის თვალით დანახული, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი.

1. ჟანა დ’არკის ვნებები / LA PASSION DE JEANNE D'ARC (1928)

რეჟისორი: კარლ თეოდორ დრეიერი

მთავარ როლში: რენე ფალკონეტი

დანიელი რეჟისორის კარლ თეოდორ დრეიერის შედევრი, რომელიც ფრანგი წამებულის, ორლეანელი ჟანას შესახებ მოგვითხრობს.

myquiz