ათი საუკეთესო ამერიკული ანიმაციური ფილმი | Allnews.Ge

ათი საუკეთესო ამერიკული ანიმაციური ფილმი

ჩვენ დასავლური ანიმაციის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ და ამის უარყოფა შეუძლებელია.

სანამ სხვა ჟანრებში საუკეთესო ნამუშევრების ათეულები ათწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება, დასავლური სტუდიები თითქმის ყოველ წელს ისეთ სრულმეტრაჟიან მულტფილმს უშვებენ, რომელიც საუკეთესოთა ჩამონათვალში ყოფნას იმსახურებს.

10. კუნგ-ფუ პანდა / KUNG FU PANDA (2008)

რეჟისორი: მარკ ოსბორნი, ჯონ სტივენსონი

როდესაც მშვიდობის ველი საფრთხეშია, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რომ კუნგ-ფუს გმირი გახდეს. მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნე. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუზე და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე.

9. კორალაინი / CORALINE (2009)

რეჟისორი: ჰენრი სელიკი

როდესაც კორალინი ძველ სახლში გადავა საცხოვრებლად, უაზროდ და მშობლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს. ღამით, იგი პოულობს საიდუმლო კარს და პარალელურ სამყაროში მოხვდება, სადაც ყველას ღილები აქვთ თვალების მაგივრად და ყველა მისი ოცნება ხდება. როდესაც "დედა" კორალინს ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩენას შესთავაზებს, გოგონა უარს იტყვის და მალე ხვდება, რომ ეს ალტერნატიული რეალობა მისთვის მოწყობილი ხაფანგია.

8. გამანადგურებელი რალფი / WRECK-IT RALPH (2012)

რეჟისორი: რიჩ მური

რალფი ძველი კომპიუტერული თამაშის მეორეხასისხოვანი პერსონაჟია. ის ათი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ბოროტმოქმედის როლს, თუმცა, მობეზრდა სულ მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნა და გადაწყვიტა სამოგზაუროდ წავიდეს სხვადასხვა ჟანრის თამაშებში, რათა დაამტკიცოს, რომ მასაც შეუძლია იყოს გმირი.

7. სათამაშოების ისტორია 3 / TOY STORY 3 (2010)

რეჟისორი: ლი ანკრიჩი

ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება.

6. ნემოს ძიებაში / FINDING NEMO (2003)

რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი, ლი ანკრიჩი

ულამაზესი ტროპიკული ზღვის ბინადარმა თევზმა, მერლინმა ერთადერთი ვაჟი, ნემო დაკარგა. საბედნიეროდ შვილის ძიებაში მას ერთგული მეგობრები ეხმარებიან.

5. მზეთუნახავი და ურჩხული / BEAUTY AND THE BEAST (1991)

რეჟისორი: კირკ უაიზი, გერი ტრუსდეილი

უღრან ტყეში მდებარე მოჯადოებული ციხესიმაგრის პატრონი საშინელი ურჩხულია. მისი ყველას ეშინია და ყველას სძულს. მხოლოდ ყველაზე ლამაზ გოგონას სახელად ბელს შეუძლია მისი საიდუმლოს ამოცნობა და გადარჩენა.

4. როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი / HOW TO TRAIN YOUR DRAGON (2010)

რეჟისორი: დინ დებლუა, კრის სენდერსი

ვიკინგთა მეთაურის ვაჟმა დრაკონი უნდა მოკლას, რათა თავისი მეომრობა დაამტკიცოს. როდესაც ის მშიშარა დრაკონს შეხვდება, მიხვდება, რომ მისი მოკვლა სულაც აღარ სურს და მასთან დამეგობრებას გადაწყვეტს.

3. გაყინული / FROZEN (2013)

რეჟისორი: კრის ბაკი, ჯენიფერ ლი

თოვლის დედოფლის მოტივებზე შექმნილი დისნეის ანიმაცია.

2. ყველაზე მაგრები / THE INCREDIBLES (2004)

რეჟისორი: ბრედ ბიორდი

ბობ პარმა უარი თქვა თავის გმირულ წარსულზე, რათა თავის ერთ დროს გმირ ცოლთან ერთად, სამი შვილი აღეზარდა. საიდუმლო დავალების მიღების შემდეგ, ის კვლავ ირგებს თავის გმირულ სამოსს.

1.მეფე ლომი / THE LION KING (1994)

რეჟისორი: როჯერ ალერსი, რობ მინკოფი

ლომის პატარა ბოკვერს სახელად სიმბას, ერთი სული აქვს მეფე გახდეს, მაგრამ მის ბიძას სამეფო გვირგვინი თავისთვის უნდა და მის მოსაპოვებლად არაფერზე იხევს უკან, საკუთარი ძმის მოკვლაზეც კი.

myquiz