სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალული 19 ცნობილი ფილმი | Allnews.Ge

სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალული 19 ცნობილი ფილმი

იმ შემთხვევაში, თუ კინოს საზოგადოებაზე ზეგავლენის შესახებ შეკითხვები გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ აქ ჩამოთვლილი ფილმები, რომლებიც გასული 100 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალული იყო.

1. ზულენდერი/Zoolander

ბენ სტილერის ეს ფილმი 2001 წელს გამოსვლის შემდეგ, ჰომოსექსუალური თემების გამო, რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა. 

2. ჯავშნოსანი პოტიომკინი/Battlership Potemkin

1925 წელს გადაღებული უხმო კინო, რუსი მებრძოლების 1905 წლის აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ნაცისტურ გერმანიაში აკრძალეს, მსოფლიოს მასშტაბით მისი ჩვენების შეწყვეტა კი იმიტომ მოხდა, რომ მარქსისტული რევოლუცია არ გამოეწვია. ამჟამად ფილმის ნახვა ყველგან ნებადართულია.

3. მექანიკური ფორთოხალი/A Clockwork Orange

სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი" ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში იყო აკრძალული. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ფილმი მხოლოდ 1999 წელს, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ აჩვენეს.

4. ექიმი სთრეინჯლავი: როგორ ვისწავლე არ ვინერვიულო და შევიყვარე ატომური ბომბი/Dr. Straingelove or: How I Learned to stop Worrying and Love the Bomb

სტენლი კუბრიკის კიდევ ერთი შედევრი, რომელშიც ცივი ომის გამომწვევი ინციდენტია აღწერილი. ფილმი 1964 წელს ფინეთმა აკრძალა, რათა მეზობელი საბჭოთა კავშირი არ გაენაწყენებინა.

5. Cocksucker Blues

ეს დოკუმენტური ფილმი 1972 წელს რობერტ ფრენკმა და დენი სეიმურმა ბენდ The Rolling Stones შესახებ გადაიღო. მისი ჩვენება მხოლოდ წელიწადში ოთხჯერ იყო ნებადართული.

10 აკრძალული წიგნი

6. იხვის სუპი/Duck Soup

ეს სატირული ფილმი 1933 წელს გამოვიდა და მისი ჩვენება იტალიაში მუსოლინიმ აკრძალა. ამავე დროს ფილმის ნახვა არც ნაცისტურ გერმანიაში იყო ნებადართული, რადგან ებრაულ ხასიათსაც ატარებდა.

7. Freaks

კლასიკური თრილერი, რომელშიც ცირკის მსახიობი ლამაზი ქალისა და მისი ხელმძღვანელის ისტორიაა აღწერილი. ფილმის ჩვენება დიდი ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში იყო აკრძალული.

8. დიდი დიქტატორი/The Great Dictator

ჩარლი ჩაპლინის კინოსურათი, რომელიც სატირულად მოგვითხრობს ფაშიზმის შესახებ. ფილმი ლათინურ ამერიკაში იყო აკრძალული, რადგან აღნიშნული ქვეყნები ნაციზმის მიმართ სიმპატიით იყვნენ განწყობილნი.

9. ინტერვიუ/The Interview

სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით 2014 წელს გადაღებული კომედია, რომელშიც ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ-ჩენ ინისგან ინტერვიუს იღებს. ფილმი აკრძალულია რუსეთში და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩრდილოეთ კორეაში ამერიკული ფილმების ჩვენება არ შეიძლება, აღნიშნულ სახელმწიფოშიც.

BBC-მ "XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი" დაასახელა

10. უკანასკნელი ტანგო პარიზში/Last Tango in Paris

ბერნარდო ბერტოლუჩის ეროტიული შედევრს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რეჟისორის სამშობლშიც აკრძალული იყო. თავად ბერტოლუჩი მისი გადაღების გამო 4 თვის განმავლობაში ციხეშიც იჯდა.

11. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება/The Last Temptation of Christ

მარტინ სკორსეზეს ფილმი, ნიკოს კაზანძაკისის 1955 წლის ნოველაზე, რომელსაც ასევე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. მისი ჩვენება აკრძალული აშშ-ის შტატებში სავანაში, ჯორჯიაში, ახალ ორლეანში, ოკლაჰომაში, სანტა ანასა და კალიფორნიაშიც იყო.

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

12. ნოე/Noah

2014 წელს გამოსული დარენ არონოფსკის ფილმი, ნოეს მისიის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული, რადგან მასში ისლამის სწავლების ნიშნებიც გვხვდება. ბევრ ისლამურ ქვეყანაში ნოეს შესახებ საუბარი აკრძალულია.

13. სალო, ანუ სოდომის 120 დღე/Salo, or the 120 Days of Sodom

ძალადობისა და სექსუალური კადრების გამო მისი ჩვენება გამოსვლის, 1975 წლის შემდეგ, ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული. დიდმა ბრიტანეთმა მისი ჩვენების უფლება მხოლოდ 2000 წელს გასცა.

14. სიმპსონები/The Simpsons Movie

ეს ნამუშევარი აკრძალვების ლიდერია. მისი აკრძალვა ყვითელი და წითელი ფერების აქტიური გამოყენების გამო მოხდა, რათა მეამბოხეთა მხარდასაჭერ ფილმად არ ყოფილიყო მიჩნეული.

15. ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით/The Texas Chainsaw Massacre

1974 წელს გამოსვლის შემდეგ ეს საშინელებათა ფილმი ბევრს ქვეყანაში აიკრძალა და ეკრანებს მხოლოდ 1999 წელს დაუბრუნდა.

16. კანიბალების ჰოლოკოსტი/Cannibal Holocaust

ამ ფილმის ყურება სიამოვნების მომგვრელი ნამდვილად არ არის და საშინელებათა ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული საყურებელია. 1980 წელს გადაღებულ ფილმში აღწერილი მოვლენები იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა, რომ 40 ქვეყანაში აკრძალეს. ამჟამად, მისი ნახვა ახალ ზელანდიაშია აკრძალული.

17. უოლ-სტრიტის მგელი/The Wolf of Wall Street

შეიძლება ითქვას, რომ მარტინ სკორსეზეს ნამუშევრები აკრძალვების ლიდერია. 2013 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება მალაიზიაში, ნეპალში, ზიმბაბვესა და კენიაშია აკრძალული.

18. ბრძოლა ალჟირისთვის/The Battle of Algiers

ფილმი აღწერილია 1950 წელს, ალჟირის ომის შემდეგ, განვითარებული მოვლენები, რომლებიც საფრანგეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მესიჯებს შეიცავს. სურათი საფრანგეთში 6 წლის განმავლობაში იყო აკრძალულ.

19. საოცარი კეთილშობილება/Amazing Grace

ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1972 წელს ბაპტისტური ეკლესიის მისიონერის, ანეტა ფრანკლინის ჩანაწერების შესახებ მოგვითხრობს. 2016 წელს, მომღერლის ადვოკატებმა ფილმის ჩვენება აკრძალეს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz