რომელ ფილმებს ვუყუროთ ოქტომბერში | Allnews.Ge

რომელ ფილმებს ვუყუროთ ოქტომბერში

ბი-ბი-სი იმ ფილმების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლის ყურება კინომოყვარულებს უკვე მიმდინარე თვეს შეეძლებათ:

გოგონა მატარებელში

ფილმი პოლა ჰოკინსის 2015 წლის იმავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის გადაღებული. მთავარი გმირის როლს ინგლისელი მსახიობი ემილი ბლანტი ასრულებს. ფილმის პირველი მოქმედება მატარებელში ვითარდება, ალკოჰოლიკ ქმარს გაშორებული რეიჩელი ფიქრობს, რომ მატარებლის ფანჯრიდან მკვლელობის მოწმე გახდა. გამოკვეთილი არაფერი არ არის, რადგან მოვლენები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვითარდება. ფილმის რეჟისორი ტეიტ ტეილორია. მისი თქმით, ყველა გმირი განუმეორებელია და მათი ამოცნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სიუჟეტის. ფილმი ოფიციალურად 7 ოქტომბერს გამოვა.

BBC-მ "XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი" დაასახელა

ამერიკული თაფლი

ბრიტანელმა რეჟისორმა ანდრეა არნოლდმა 2005 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა, რამაც მას სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღების შესაძლებლობა მისცა. "წითელმა გზამ" 2006 წელს კანის ფესტივალის პრიზი დაიმსახურა, წარმატება მომდევნო ფილმ "აკვარიუმსაც" ხვდა.

არნოლდის ახალი ფილმი "ამერიკული თაფლი" თინეიჯერის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც ამერიკაში ჟურნალების კარდაკარ დამტარებელი გუნდის წევრი გახდა. რეჟისორი 2007 წელს New York Times-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ შთააგონა. ფილმი სიხარულს და ტკივილს, ბედნიერებასა და იმედგაცრუებას ერთდორულად გვაჩვენებს.

მეცამეტე

პირველი დოკუმენტური ფილმი, რომლმაც ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალი გახსნა და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების მეცამეტე შესწორებას ეძღვნება, რომელმაც მონობა ფორმალურად გააუქმა. ფილმის ყურება 7 ოქტომბრიდან იქნება შესძლებელი.

10 ფილმი, რომელიც მოზარდებმა მშობლებთან ერთად უნდა ნახონ

ერის დაბადება

წელს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია განსაკუთრებით საინტერესო იქნება, მას სავარაუდოდ არც ნეიტ პარკერის დრამა ერის დაბადება გამოაკლდება. ბიოგრაფიული ხასიათის ფილმი ამერიკის შტატ ვირჯინიაში 1831 წლის 21 აგვისტოს აფროამერიკელი მონების აჯანყებაზე გვიყვება. ფილმის პრემიერა კანადასა და აშშ-ში 7 ოქტომბერს გაიმართება.

მე, დანიელ ბლეიქი

კენ ლოუჩის უკანასკნელი პრიზიორი ფილმი, რომელმაც კანის ფესტივალზე პალმის რტო დაიმსახურა. კინომოყვარულები კამათობენ რომ ეს შესაძლოა ლოუჩის საუკეთესო ფილმი იყოს. 59 წლის ტრავმირებული მამაკაცის ისტორიას, რომელიც რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლით სოციალური დახმარების მოპოვებას ცდილობს, მაყურებელი პოლონეთში 21 ოქტომრიდან ბელგიასა და საფრანგეთში 26 ოქტომბრიდან იხილავს.

ყაბაყის ცხოვრება

ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი რომანის "ყაბაყის ავტობიოგრაფიის" მიხედვით არის გადაღებული.

იუმორისტული სახელწოდების მიუხედავად ფილმი 9 წლის ბიჭზე გვიყვება, რომლემაც ალკოჰოლიკი დედა შემთხვევით მოკლა და ობოლთა თავშესაფარში აღმოჩნდა. ანიმაცია 19 ოქტომბერს- საფრანგეთში, 26 ოქტომბერს -ბელგიაში, 28 ოქტომბერს კი შვედეთში გამოვა.

ექიმი სტრენდჯი

ბენედიქტ კამბერბეჩი ყოფილი ნეიროქირურგის როლს ასრულებს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ხელები დაიზიანა. საყვარელი საქმის გასაგრძელებლად კი მაგიის შესწავლა დაიწყო. ფილმი ფსიქოლოგიურ ჟანრს მეკუთვნება. ის ოფიციალურად 25 ოქტომბერს გამოვა.

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ფრანცი

ფრანგულ-გერმანული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორიც ფრანსუა ოზონია. ფილმის საერთაშორისო პრემიერა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

ფილმი გერმანელ ანაზე მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლი ომის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში დაღუპული საქმროს საფლავზე ყოველ დღე მოდის. კინომოყვარულებს ფილმის ყურება 6 ოქტომბერს - შვედეთში, 20 ოქტომბერს - საბერძნეთში, 21 ოქტომბერს კი ავსტრიაში შეეძლებათ.

მერწყული

ფილმის რეჟისორმა და მთლიანმა დასმა ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის გადაყენების ფაქტი გააპროტესტა. რის შემდეგაც რეჟისორის მტკიცებით, ხელისუფლება ანგარიშსწორებას ცდილობს და ფილმისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებას აპირებს. "მერწყულის" ნახვა მხოლოდ 18 წელს მიღწეული ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი, რაც ფილმის კომერციულ ღირებულებას შეამცირებს. ფილმი პირველი ოქტომბრიდან გამოვა.

myquiz