გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ | Allnews.Ge

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

აშშ-ის პოლიცია და სოციალური სერვისი ბრედ პიტის მიერ შვილებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი წყვილის პირად თვითმფრინავში გასულ ხუთშაბათს მოხდა. როგორც ამბობენ, თვითმფრინავის ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრედმა ყვირილი დაიწყო და სალონში დებოში მოაწყო.

როგორც მედია წერს, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა ჯოლიმ 52 წლის ქმართან დაშორება. ამჟამად, ბრედის საქმეს ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს. ის და ჯოლი ცალ-ცალკე დაიკითხნენ. სამართალდამცავები ბავშვების დაკითხვასაც აპირებენ. პიტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ მსახიობი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ ყოველგვარი ძალადობის შესახებ ბრალდებას უარყოფს.

ვინ აიღებს ბავშვებზე მეურვეობას ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ?

ჯოლისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით კი პრესა წერს, რომ დაშორების შესახებ გადაწყვეტილებამდე ჯოლი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. "ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. ემატებოდა და ემატებოდა ერთმანეთს. მას ეს კაცი წლების მანძილზე უყვარდა, ასე რომ განქორწინება არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც იმპულსურად მიიღებ. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა", - ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდა და 6 შვილს ზრდიდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

myquiz