Facebook-ის ქართული აუდიტორიის რეაქცია და სრული ისტერია მსოფლიო მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე | Allnews.Ge

Facebook-ის ქართული აუდიტორიის რეაქცია და სრული ისტერია მსოფლიო მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 12 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშოდნენ. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გამოცემები (მათ შორის BBC, USA Today) ამბავს breaking news-ის სახით უგზავნიდნენ მკითხველს არამხოლოდ ვებ-გვერდით, არამედ მობილური აპლიკაციის საშუალებითაც.

უცხოური მედია დაშორების სხვადასხვა მიზეზებზე წერს. ერთ-ერთ ვერსიით, განქორწინების გადაწყვეტილება ანჯელინასა და ბრედს შორის გამუდმებული უთანხმოების გამო იქნა მიღებული. არსებული ინფორმაციით, ანჯელინას ბავშვების აღზრდის პროცესში ბრედის მეთოდი არ მოსწონდა.

თუმცა ოჯახთან დაახლოვებული პირები ამბობენ, რომ დაშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯოლის მხრიდან ეჭვიანობაა. მათი ინფორმაციით, ანჯელინა მსახიობ მერიონ კოტიარიაზე ეჭვიანობს, რომელმაც ბრედთან ერთად ითამაშა ფილმში: "მოკავშირეები".

როგორც ანჯელინამ დაადასტურა, განქორწინების შესახებ მან უკვე შეიტანა საბუთები. წყვილი ერთდ 2005 წლიდან ცხოვრობდა, მათ 2012 წელს იქორწინეს. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ.

შეგახსენებთ, წყვილის დაშორებაზე უცხოური მედია ერთი თვის წინ ალაპარაკდა. თაყვანისმცემლებთან საუბრისას, ბრედ პიტი ამბობდა, თუ როგორ სთხოვდნენ მას შვილები, რომ ანჯელინას დაშორებოდა.

წყვილის დაშორების შესახებ უამრავი ქართველი ინტერნეტმომხმარებელი Facebook-ზე წერს. რამდენიმე, საჯარო პოსტს გთავაზობთ:

 

მსოფლიო მედია:

 

myquiz