ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" ახალგაზრდა მონაწილეებს იწვევს | Allnews.Ge

ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" ახალგაზრდა მონაწილეებს იწვევს

"საინფორმაციო ბანკი - საქართველოს ახალგაზრდობის" ორგანიზებითა და სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით ტარდება ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" 2016.

ნამუშევრების მიღება 19 სექტემბრიდან დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გასტანს. თემატიკა - ახალგაზრდული.

ლიტერატურული კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელის შეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს. პროექტის დროს დაცული იქნება მონაწილეების ანონიმურობა. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელთა ვინაობაც ცნობილი დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება.

I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სოლიდური პრიზები. ასევე, იქნება სხვა წამახალისებელი პრემიები და რაც მთავარია, გამოვლინდება "ხალხის ფავორიტი" სოციალური ქსელის მეშვეობით. მონაწილეების მოთხრობები განთავსდება Youth Georgia-ს ვებ გვერდის (www.youthgeorgia.ge FB/InformationBankYouthGeo) ახალ რუბრიკაში "ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016". აქვე მომხმარებლებს საშუალება მიეცემა ხმა მისცეს საკუთარ რჩეულს. ის სტუდენტი, რომელიც კონკურსის დროს ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, "ხალხის ფავორიტი" გახდება.

საუკეთესო 20 მოთხრობა გამოიცემა წიგნად. ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" უკვე მეორედ ტარდება. პირველად ის 2011 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მონაწილეების რაოდენობამ 250-ს მიაღწია. ლიტერატურული კონკურსი "ალერდი 2011"-ის გამარჯვებულები იყვნენ.

I ადგილი - მარიამ ბექაური

II ადგილი - თინა თოფურია

III ადგილი - თინათინ მანია

სპეციალური პრემია სამოქალაქო თემაზე გადაეცა ნიკა აგლაძეს

სპეციალური პრემია 1 – სოსო ბიჩინაშვილი

სპეციალური პრემია 2 – ნიკა ლოლაძე

სპეციალური პრემია 3 – ირაკლი შამათავა

ლიტერატურულ კონკურს "ალერდი 2016"-ში მონაწილეობის წესები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. ნამუშევარი უნდა იყოს გამოგზავნილი Word-ის ფაილში, ქართულ ენაზე. პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფონტი - Sylfaen, ზომა - 12). ნამუშევარს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი). თემატიკა - ახალგაზრდული. ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: alerdi2016@gmail.com

myquiz