10 ფილმი, რომლებსაც სექტემბერში ნახავთ | Allnews.Ge

10 ფილმი, რომლებსაც სექტემბერში ნახავთ

1. "სოსისების წვეულება"

ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბავშვო ანიმაციასთან გვაქვს საქმე, თუმცა, "სოსისების წვეულების" შემქნელები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ ეს ფილმი მხოლოდ ზრდასრულთათვისაა. "სუპერ-მარკეტის" მეგობრები აცნობიერებენ თავიანთი არსებობის მიზეზს, ყველაფერი სწორედ აქედან იწყება.

ფილმი დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და რუსეთში 2 სექტემბერს გამოდის.

2. "სინათლე ოკეანეებს შორის"

რომანტიკული დრამა, რომელშიც 1920-იან წლებში ვითარდება მოვლენები. ომის ვეტერანი და თავისი ცოლი არაფორმალურად აიყვანენ ბავშვს, რომელიც სანაპიროზე გამორიყული იპოვნეს.

დრამა  კანადასა და აშშ-ში 2 სექტემბერს, ხოლო 8 სექტემბერს, არგენტინაში, სერბეთსა და გერმანიაში გამოდის.

3. "შეყვარებულები და დესპოტი"

"ფილმი, რომელიც უცხოელების ცხოვრებას ყველაზე ობიექტურად აღწერს," -ასე ახასიათებს ახალ ეკრანიზაციას ჰოლივუდის რეპორტიორი, ტოდ მაკარტი. დოკუმენტური ფილმი სამხრეთ კორეელი ყოფილი მსახიობის ინტერვიუზეა დაფუძნებული. მსახიობი ცოლთან ერთად კიმ იუნგის აგენტებმა მოიტაცეს და უბრძანეს, რომ ჩრდილოეთ კორეის კინემატოგრაფიაზე ეზრუნა.

კრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს.

4. "მომავალი"

შუა ხნის ასაკის ფილოსოფოსი მასწავლებლის პორტრეტი, რომლის ცხოვრებაც მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქმარმა მიატოვა.

ფილმმა კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

5. "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი"

მთავარმა გმირმა წიგნის მორიგი ნაწილი დაასრულა, სახელად "ბირჯიტ ჯონსის დღიურები."

ფილმის სცენარი ელენ ფილდინგის საგაზეთო სვეტზეა დაფუძნებული. ავტორი ორსულადაა, მაგრამ ბავშვის მამის ვინაობაში ეჭვი ეპარება.

6. "სული"

კაპიტანი ჩესლი სულენბენგერი (სული) აშშ-ს 1549 წლის ავიახაზებს აკონტროლებს. მოულოდნელი შეჯახების შემდეგ ის იძულებული ხდება თვითმფრინავი თავად დასვას მიწაზე და 155 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ფილმი დანიაში, უნგრეთსა და ისრაელში 8 სექტემბერს გამოდის.

7. "მის პერეგრინის სახლი განსაკუთრებული ბავშვებისთვის"

ფილმი რენსომ რიგსის 2011 წლის ნოველის მიხედვითაა შექმნილი, რომელშიც ობოლი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. ის მოულოდნელად ჯადოსნურ ბავშვთა სახლს აღმოაჩენს, რომელშიც განსაკუთრებული ძალების მქონე ბავშვები ცხოვრობენ.

8. "კატვის დედოფალი"

დაფუძნებული ტიმ ქროზერსის 2012 წლის ბიოგრაფიაზე, რომელშიც მოთხრობილია გულისამაჩუყებელი ისტორია. პატარა გოგონა, რომელიც უგანდას ქუჩებში ბატიბუტს ყიდდა, მოულოდნელად ჭადრაკის ჩემპიონატში გაიმარჯვებს.

9. "ჯადოქარი ბლერი"

17 წლის შემდეგ ჯადოქარი ბლერი ახალი სახითა და გამარჯვების სურვილით ბრუნდება.

ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ის კანადაში, ნორვეგიასა და აშშ-ში 16 სექტემბერს გამოდის.

10. "ბითლზი: კვირაში რვა დღე - ტურნეების წლები"

ფილმში მოთხრობილია "ბითლზის" ტურნეების შესახებ, რომლებიც 1964 წელს დაიწყო.

მისი ნახვა 22 სექტემბრიდან შეგეძლებათ.

myquiz