ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა | Allnews.Ge

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია, დაინიშნა.

მისი რჩეული დიდი ხნის ბოიფრენდი, მოდელი ლოიკ გომეზია. დანიშვნის შესახებ, გომეზმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი და დემნას ხელებია ასახული, არათითზე Tiffany & Co-ს ნიშნობის ბეჭდებით.

გვასალიას ევროპაში კარგად იცნობენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ანტვერპენის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი LOUIS VUITTON-ში. 2015 წელს "ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი", როგორც მას ერთ-ერთმა დასავლურმა გამოცემამ უწოდა, Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

დემნა გვასალიამ "ბალენსიაგასთვის" ტანსაცმლისა და აქსესუარების სადებიუტო კოლექცია შექმნა

ბრენდისთვის თავისი პირველი კოლექცია გვასალიამ 2016 წლის მარტში წარადგინა. ის ასევე მუშაობს მის მიერ შექმნილი ბრენდის Vetements-ის კოლექციებზეც.

myquiz